„ლევან დადუნაშვილი თავს იცავს, ხელს აჩვენებს, არ დამარტყა-ო“ – საქმის პროკურორის დაკითხვა

პროკურორმა, ზვიად ფხაკაძემ პარლამენტის სპეციალურ საგამოძიები კომისიას ფოტომასალების საშუალებით დეტალურად გააცნო ის ადგილები და ვითარება, რა ვითარებაც განვითარდა ხორავას ქუჩაზე 2 ახალგაზრდას მკვლელობის დღეს. ​როგორც საქმის მთავარმა პროკურორმა აღნიშნა, ახალგაზრდებს შორის ჩხუბი სულ 3 ლოკაციაზე მიმდინარეობდა. „სულ არის 3 ლოკაცია. ერთი ლოკაცია ფარდულში, მეორე ლოკაცია გარეთ, აუდის მარკის მანქანის მიმართულებით, სადაც შეხლა-შემოხლა ხდება და მესამე ლოკაცია – ვერცხლისფერი „ფორცვაგენის მარკის“ ავტომობილისკენ, მანქანის მხარეს. ამ ტერიტორიაზე ხდება ა.დ.-ს ცემა 51-ე სკოლელების მიერ. იდენთიფიცირება, ვინ სცემს ა.დ-ს ვერ ხერხდება. ასევე, დაზიანებები ა.დ.-ს არ აქვს. ჩხუბი სამივე ლოკაციებზე ერთდროულად მიდის. როცა დაიძახეს დაიჭრაო, ვინ…

მეტი...

ხორავას ქუჩის საქმის გამო, შესაძლოა განათლების მინისტრის გადადგომის მოთხოვნაც გაჩნდეს

თბილისში, ხორავას ქუჩაზე, 6 თვის წინ მომხდარი 2 მოზარდის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით,  შესაძლოა განათლების მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნაც გაჩნდეს. მოკლული არასრულწლოვანი, დავით სარალიძის მშობლებისთვის გაუგებარია განათლების სამინისტროს პოზიცია და ის, თუ, მომხდარის გამო ეს უწყება არავითარ პასუხისმგებლობას რატომ არ კისრულობს. როგორც მედიაცენტრ “მთავარს” შვილმოკლული მამის, ზაზა სარალიძის ადვოკატმა ნესტან ლონდარიძე განუცხადა, დაზარალებული მხარისა და მთელი საზოგადოების მოთხოვნაა, N 51-ე სკოლის დირექციას პასუხი გაეცა იმ კითხვებზე, რაც ბოლო დღეებში გაისმის. ” მთელი ამ ხნის განმავლობაში მოვითხოვდით, სკოლის დირექციას ხმა ამოეღო იმ სიბინძურეზე, რაც მოკლული მოზარდის მისამართით ვრცელდებოდა. სკოლის დირექტორი ახლა რატომ ალაპარაკდა ვერ გეტყვით,…

მეტი...

მოკლული სარალიძის საქმეზე  პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

 პროკურატურისთვის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება  ხორავას ქუჩაზე მომხდარ  მკვლელობასთან დაკავშირებით, ბუნდოვანი და გაურკვეველია. შესაბამისად, პროკურატურა სასამართლოს განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. როგორც საქმის პროკურორი მარიკა გოგოხია აცხადებს, მათ განჩინების სრული ნაწილი ჯერ არ უნახავთ. სარეზოლუციო ნაწილი კი დაუსაბუთებელია. „თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გამოცხადდა განაჩენის ნაწილი, რომელიც შეეხებოდა ბრალდებულთა ბრალეულობის საკითხსა და შესაბამის კვალიფიკაციას. განაჩენი გახლავთ გამამტყუნებელი სახის. ერთი ბრალდებული ცნობილ იქნა დამნაშავედ სს კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მეორე ბრალდებული კი 19/109-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით, რომელიც გულისხმობს თავისუფლების აღკვეთას 13-დან17 წლამდე ვადით.  თუმცა, ვინაიდან ორივე არასრულწლოვანია, მათ სასჯელი ¼-ით შეუმცირდებათ. რაც…

მეტი...

“დამიდექით გვერდით! ჩემი შვილის მკვლელები არ დასჯილან” – მოკლულის ოჯახის პროტესტი  

თბილისში, ხორავას ქუჩაზე, 5 თვის წინ მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე და მოკლულის ახლობლები მთავარ პროკურატურისკენ მიემართებიან. ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და მკვლელების დასჯას ითხოვენ. „ირაკლი შოთაძე გამოვიდეს და გამცეს პასუხი ვინ მოკლა ჩემი შვილი!“ – მოითხოვს ზაზა სარალიძე და საზოგადოებას მხარდაჭერას სთხოვს. „გთხოვთ, მთელ საქართველოს გემუდარებით, დამიდექით გვერდით! ჩემი შვილის მკვლელები არ დასჯილან,“ – აცხადებს მოკლული დავით სარალიძის მამა. მისი თქმით, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით უშუალოდ დავით სარალიძის მკვლელი არ გამოვლენილა. ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. ერთ-ერთი ბრალდებული დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში გაამართლა, ხოლო მეორე…

მეტი...