არ გამოვიყენებ ჩემს სტატუსს რომ ვუკარნახო ბახტაძეს, მიიწვიოს თუ არა წულუკიანი მინისტრთა კაბინეტში – ზაქარია ქუცნაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი აცხადებს, რომ არ გამოიყენებს თავის სტატუსს იმისათვის, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ მამუკა ბახტაძეს უკარნახოს მინისტრთა კაბინეტში მიიწვიოს თუ არა იუსტიციის უკვე ყოფილი მინისტრი თეა წულუკიანი. “თავს შევიკავებ რამე რჩევა მივცე ახალ პრემიერს, მიიწვიოს წულუკიანი მინისტრთა კაბინეტში თუ არა, ეს მისი პრეროგატივაა, მივცეთ მას თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. თუ ჩათვლის საჭიროდ მიიწვევს”, – აცხადებს ქუცნაშვილი. ​როგორც მედიაცენტრ “მთავარს” ზაქარია ქუცნაშვილმა განუცხადა, ​სარალიძის საქმემ გამოავლინა პრობლემები სისხლის სამართლებრივი დევნის ორგანოს საქმიანობაში, გაჩნდა ეჭვი და ამის გამო ორი, ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული, – მთავარი პროკურორი გადადგა…

მეტი...