სამოქალაქო საზოგადოება ალტერნატიულ „შავ სიას“ ადგენს – გოგა ხაინდრავას საგანგებო განცხადება

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებიც ყოფილი ხელისუფლების პირობებში იდევნებოდნენ, რეპრესიებს განიცდიდნენ და ე.წ. შავ სიაში ირიცხებოდნენ, იმ სიებისა და ისტორიების შეგროვებას, გამოქვეყნებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გაგზავნას აანონსებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება „მედიაცენტრ მთავარში“ გოგა ხაინდრავამ გააკეთა და აღნიშნა რომ ამ სიაში, მინიმუმ 350 000 პრობაციონერი მოხვდება.

„გავიგეთ, რომ „შავი სიების“ გამოქვეყნება დაიწყეს „ნაცისტებმა“. ეს არ არის ახალი მოვლენა საქართველოში, სიებიც არ არის ახალი. ეს სიები სააკაშვილის, ადეიშვილის, მერაბიშვილის დროს  „სეიფებში“ ედოთ. უფრო ადრე, მსგავს სიებს. 20-იან წლებში ადგენდნენ ბოლშევიკები, მათი იდეური წინაპრები, ვინც დღეს ამ სიებს ადგენს და ამ სიების შედეგად, ჩვენი წინაპრებს, სულიერსა და ხორციელს, ბანაკებსა და დასახვრეტ ადგილებში მიერეკებოდნენ. შემდეგ, ამ სიებს გერმანიაში ნაცისტები ადგენდნენ, შემდეგ ბოლშევიკები, კომუნისტები, კომკავშირელები და ჩეკისტები, ისევე, როგორც დღეს“ – განაცხადა გოგა ხაინდრავამ „მედიაცენტრ მთავარში“.

როგორც კინორეჟისორმა აღნიშნა,  გამოაცხადებენ კონკრეტულ მისამართს, სადაც ყოფილი ხელისუფლების დროს დაზარალებულებს შეეძლებათ თავიანთი ისტორიები გაგზავნონ.

„უკურეაქცია ექნება მათ მიერ წამოწყებული „შავი სიების“ გამოქვეყნებას. მივმართავ ქართულ საზოგადოებას, რომ ჩვენ, ამ სიის ბინადრები და ჩვენ ყველანი ერთად ვიყავით ყოფილი რეჟიმის შავ სიაში, აღვადგინოთ მაშინდელი სიები, ჩვენი წევრობა ამ სიაში,  შევადგინოთ ეს სია, რომელიც შემდეგ საერთაშორისო პარტნიორებსა და საერთაშორისო საზოგადოებას, დიპლომატიურ მისიებს გაეგზავნებათ, რომ გაეცნონ, რა მასშტაბისაა ეს სია, რომელიც თავის დროზე ბოკერიამ, სააკაშვილმა და ამ ბოლშევიკებმა შექმნეს. ეს არის სია, რომელშიც საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი შევა, შედიოდა და შედის კიდეც.  ამ სიაში შედის მინიმუმ 330 000 პრობაციონერი. ჩვენ დავეხმარებით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს მეტი გაიგონ „ნაცისტების“ საქმიანობის შესახებ. ჩვენ აუცილებლად გამოვაცხადებთ მისამართს, სადაც საქართველოს ყველა მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, გამოაგზავნოს საკუთარი მონაცემები“ – განაცხადა გოგა ხაინდრავამ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.   

ხაინდრავამ მედიას მიმართა, აუცილებლად გააშუქონ ეს სია, რადგანაც ის საკმაოდ ვრცელი იქნება: „ეს არმია, რომელიც „ნაცისტების“ სიაში შედიოდა, ძალიან დიდია. ამავე დროს, მინდა მივმართო პრესას, აუცილებლად გააშუქეთ ეს სია“.

ყველაზე სამარცხვინო ის არის, რომ ამ ახალი სების შედგენეში ის ადამიანები მონაწილეობენ, რომლებიც თავის დროზე თავად იყვნენ ამ სიებში.

https://mcm.ge/%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%90-%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%95%e1%83%90-%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%93%e1%83%98%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%94%e1%83%9c-2/

მსგავსი თემები