„დრიფტაობა“ დასჯადი ხდება

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კანონპროექტები შეიმუშავა. კანონპროექტს ერთ-ერთი პუნქტი „დრიფტაბას“ ეხება, რომელიც სანქციებს ითვალისწინებს.

ცვლილებები შედის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა“ და  „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში.

ცვლილებების მიხედვით, დასჯადი ხდება „დრიფტი“, რაც გულისხმობს ავტომობილის განზრახ მოცურებას/მოსრიალებას ან/და მოცურებით წრიული ბრუნვის განხორციელებას. სანქციად წესდება ჯარიმა 300 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების 30 ქულით შემცირება. დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს, თუ ე.წ. დრიფტს მოჰყვება ზიანი. აღნიშნული გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების 35 ქულით შემცირებას.

 

მსგავსი თემები