რეზოლუციის პროექტი სასამართლოებში „კლანური მმართველობის“ შესახებ – პრეზენტაცია „მთავარში“

„…მოსამართლეთა კლანმა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს მართავდა და აკონტროლებდა სასამართლოს, კვლავ მოიპოვა ძალაუფლება სასამართლოში, ხელში ჩაიგდო იუსტიციის უმაღლესი საბჭო, დაიწყო სასამართლო კორპუსიდან მოწინააღმდეგეების განდევნა და საკუთარი მომხრეების უვადოდ დანიშვნა….სასამართლოში კლანური მმართველობა ძირს უთხრის ჭეშმარიტ სამოსამართლო ღირებულებებს, მოსამართლეებში ნერგავს შიშს, კონფორმიზმს, ნეპოტიზმს, ფარული გარიგების კულტურას, დევნის კრიტიკულ აზრს…“ – ეს გახლავთ ამონარიდი რეზოლუციის პროექტიდან, რომელიც 18-მა ცნობილმა, ყოფილმა მოსამართლეებმა თუ თანამდებობის პირებმა შეიმუშავეს და დღეს „მედიაცენტრ მთავარში“ გაასაჯაროვეს.

„მედიაცენტრი მთავარი“ რეზოლუციის პროექტს უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს პარლამენტი, აცნობიერებს რა, რომ დამოუკიდებელი სასამართლო სამართლის უზენაესობის და ადამიანის უფლებათა დაცვის ქვაკუთხედია, რომლის გარეშეც შეუძლებელია სამართლიანობის დამკვიდრება და ქვეყნის გრძელვადიანი სტაბილური განვითარება; ითვალისწინებს რა, რომ 2004 წლის შემდეგ სასამართლომ თავი დააღწია სისტემურ კორუფციას და გადადგა ნაბიჯები ინსტიტუციური განვითარების მიმართულებით, თუმცა, სასამართლოში ჩამოყალიბდა მოსამართლეთა ორგანიზებული ჯგუფი (მოსამართლეთა კლანი), რომელმაც ხელში ჩაიგდო სასამართლოს მართვის ბერკეტები და სხვადასხვა ფორმალური და არაფორმალური მექანიზმებით უზრუნველყოფდა აღმასრულებელი ხელისუფლებისადმი სასამართლო სისტემის მორჩილებას და პოლიტიკური დავალებების შესრულებას.

ითვალისწინებს რა, რომ 2012 წელს ხელისუფლებაში მოსული ქართული ოცნების ერთ-ერთ მთავარ წინასაარჩევნო დაპირებას სამართლიანობის აღდგენა და დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნა წარმოადგენდა, რისთვისაც 2013-2016 წლებში ხელისუფლებამ შეიმუშავა საკანონმდებლო პაკეტი და დაიწყო სასამართლო რეფორმის ახალი ეტაპი, რომელიც მნიშვნელოვან სიახლეებს ითვალისწინებდა, თუმცა, სხვადასხვა მიზეზთა გამო ამ ცვლილებებმა შედეგად ვერ მოიტანა სასამართლო სისტემის გაჯანსაღება და სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის გაზრდა. მოსამართლეთა კლანმა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს მართავდა და აკონტროლებდა სასამართლოს, კვლავ მოიპოვა ძალაუფლება სასამართლოში, ხელში ჩაიგდო იუსტიციის უმაღლესი საბჭო, დაიწყო სასამართლო კორპუსიდან მოწინააღმდეგეების განდევნა და საკუთარი მომხრეების უვადოდ დანიშვნა;

აღიარებს რა, რომ სასამართლოში არსებული კრიზისულ მდგომარეობა დღემდე არასოდეს გამხდარა სათანადო პოლიტიკურ-სამართლებრივი შეფასების საგანი, რამაც არსებული კრიზისის გაღრმავება და სასამართლო რეფორმის ჩიხში შესვლა გამოიწვია. ითვალისწინებს რა, რომ ბოლო პერიოდში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გადაეცა ძალაუფლება უვადოდ დააკომპლექტოს საერთო სასამართლოების სისტემა უზენაესი სასამართლოს ჩათვლით;

ითვალისწინებს რა, რომ 2018 წლის დეკემბერში იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პარლამენტს წარუდგინა სათანადო კრიტერიუმების და გონივრული პროცედურების გარეშე შედგენილი 10 კაციანი სია, რომელმაც, როგორც მისი შექმნის პროცესის, ასევე, შინაარსის გამო, ფართო საზოგადოებრივი პროტესტი გამოიწვია, რაც საბოლოო ჯამში საპარლამენტო უმრავლესობის რღვევასა და პოლიტიკურ კრიზისშიც გადაიზარდა. პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე პროტესტის ნიშნად თანამდებობიდან გადადგა, საქართველოს პარლამენტმა სიის განხილვა შეაჩერა, ხოლო სამოქალაქო საზოგადოების აქტიურმა ნაწილმა მოითხოვა კლანის წევრების გადადგომა;

აღიარებს რა, რომ 2019 წლის წლის მარტში საქართველოს პარლამენტმა, ფართო საზოგადოებრივი და საერთაშორისო კრიტიკის, ვენეციის კომისიის, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის, აგრეთვე სხვა საერთაშორისო აქტორების მკვეთრად უარყოფითი შეფასების მიუხედავად, დაამტკიცა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებები, რომლითაც ფართო დისკრეციას აძლევს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ფარული კენჭისყრით დააკომპლექტოს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

ითვალისწინებს რა, რომ კლანი და მისი ხელმძღვანელები ჩამოყალიბდნენ პოლიტიკური პროცესების მხარედ, აქტიურად მონაწილეობენ საჯარო პოლიტიკურ-საარჩევნო დებატებში და ძირს უთხრიან სასამართლო ხელისუფლების პოლიტიკური ნეიტრალობის პრინციპს;

ითვალისწინებს რა, რომ სასამართლოში კლანური მმართველობა ძირს უთხრის ჭეშმარიტ სამოსამართლო ღირებულებებს, მოსამართლეებში ნერგავს შიშს, კონფორმიზმს, ნეპოტიზმს, ფარული გარიგების კულტურას, დევნის კრიტიკულ აზრს და ინდივიდუალიზმს, შესაბამისად, მორალურად ანადგურებს სასამართლოს სისტემას და ამ ფერხულში ითრევს სასამართლოში შესულ ახალ კადრებს; ითვალისწინებს რა, რომ სასამართლო სისტემაში კლანური მმართველობის გამყარება ნიშნავს ხელისუფლებისადმი მორჩილი და მანკიერი სასამართლო სისტემის ხანგრძლივი დროით შენარჩუნებას, რომელსაც არ აქვს საზოგადოებრივი ნდობა და რომელიც ვერ უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა დაცვას, კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას, საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის მშვიდობიან და დემოკრატიულ განვითარებას.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. უარყოფითად შეფასდეს სასამართლოში არსებული კლანური მმართველობა და მისი შედეგები;

2. პარლამენტის დადგენილებით შეიქმნას სასამართლო სისტემაში არსებული ვითარების შემსწავლელი კომისია (ქვემოთ „კომისია“), რომლის შემადგენლობაში შევლენ როგორც საპარლამენტო, ასევე, არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური წრეების წარმომადგენლები;

3. კომისიამ 2019 წლის 1 პირველ სექტემბრამდე შეისწავლოს სასამართლო სისტემაში არსებული მდგომარეობა, განსაკუთრებით, კლანური მმართველობის კუთხით და წარმოადგინოს სასამართლო სისტემის გაჯანსაღების გეგმა, ასევე, საკანონმდებლო წინადადებები კლანური მმართველობის და მისი ნეგატიური შედეგების აღმოფხვრის მიზნით;

4. 2019 წლის 1 დეკემბრამდე საქართველოს პარლამენტმა მიიღოს საკანონმდებლო ღონისძიებები სასამართლოში არსებული კლანური მმართველობის დასრულების და სასამართლო სისტემის რეალური რეფორმირების მიზნით“.

რეზოლუციის პროექტის ავტორები არიან: კახა კოჟორიძე, კახა წიქარიშვილი, ანა ნაცვლიშვილი, მაია ბაქრაძე, ბესიკ სისვაძე, უჩა ნანუაშვილი, თამარ ლალიაშვილი, ზაზა ხატიაშვილი, სოსო ბარათაშვილი, ლია მუხაშავრია, ირაკლი კორძახია, ბესიკ ლოლაძე, ირაკლი კუპრაძე, ლევან თოთლაძე, ლაშა არველაძე, ხათუნა გრიგალაშვილი, ირაკლი გაბრიჩიძე და თამარ გეგელია.

მსგავსი თემები

20 Thoughts to “რეზოლუციის პროექტი სასამართლოებში „კლანური მმართველობის“ შესახებ – პრეზენტაცია „მთავარში“”

  1. Unquestionably believe that which you stated. Your favorite reason seemed to be on the net the easiest thing to be aware of. I say to you, I definitely get irked while people think about worries that they plainly do not know about. You managed to hit the nail upon the top and also defined out the whole thing without having side effect , people could take a signal. Will likely be back to get more. Thanks

  2. Really great info can be found on blog.

  3. Thank you for another informative website. Where else could I get that kind of information written in such an ideal way? I’ve a project that I am just now working on, and I have been on the look out for such information.

  4. Hi there, I found your blog by means of Google at the same time as searching for a similar subject, your web site got here up, it seems great. I’ve bookmarked it in my google bookmarks.

  5. I always was interested in this topic and stock still am, regards for posting.

  6. I love the efforts you have put in this, appreciate it for all the great articles.

  7. Thanks for this fantastic post, I am glad I discovered this website on yahoo.

  8. I view something really special in this web site.

  9. Hiya, I am really glad I’ve found this information. Nowadays bloggers publish just about gossips and web and this is really irritating. A good site with interesting content, that is what I need. Thank you for keeping this site, I will be visiting it. Do you do newsletters? Can not find it.

  10. I take pleasure in, cause I found exactly what I was taking a look for. You have ended my 4 day lengthy hunt! God Bless you man. Have a nice day. Bye

  11. You have mentioned very interesting points! ps decent internet site.

  12. Thank you for some other magnificent post. Where else may just anybody get that kind of info in such a perfect approach of writing? I have a presentation subsequent week, and I am at the search for such info.

  13. You completed some fine points there. I did a search on the issue and found a good number of people will agree with your blog.

  14. Thanks – Enjoyed this article, how can I make is so that I get an alert email every time you write a fresh post?

  15. Magnificent beat ! I wish to apprentice at the same time as you amend your website, how could i subscribe for a weblog website? The account aided me a appropriate deal. I were a little bit acquainted of this your broadcast offered vibrant transparent concept

  16. I love the efforts you have put in this, thanks for all the great blog posts.

  17. I like this website very much, Its a very nice berth to read and get info . “Young men think old men are fools but old men know young men are fools.” by George Chapman.

  18. Once I initially commented I clicked the -Notify me when new feedback are added- checkbox and now each time a remark is added I get four emails with the same comment. Is there any means you may take away me from that service? Thanks!

  19. This is a very good tips especially to those new to blogosphere, brief and accurate information… Thanks for sharing this one. A must read article.

  20. Its like you read my mind! You seem to know so much about this, like you wrote the book in it or something. I think that you could do with some pics to drive the message home a bit, but instead of that, this is wonderful blog. A great read. I will certainly be back.