გიორგი შაქარაშვილის გვამის გაკვეთას ოჯახის დაქირავებული ექსპერტიც დაესწრო, ეჭვი ძალადობაზეა

მიაყენეს თუ არა დაზიანება  გიორგი შაქარაშვილს სიცოცხლის პერიოდში, ექსპერტიზა ადგენს. მოზარდის ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა, საბოლოო დასკვნას კი რამდენიმე კვირა დასჭირდება. ეჭვი, რომ მოზარდი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა, რეალურია. როგორ ოჯახის წევრები აცხადებენ, მთა საკმაოდ ბევრი საეჭვო კითხვა აქვთ. როგორც გარდაცვლილი მოზარდის ბიძამ ექსპერტიზის ბიუროში ჟურნალისტებს განუცხადა, ექსპერტიზას ენდობიან და მათ დასკვნას ელოდებიან, თუმცა, ოჯახმა საქმეში დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიც ჩართო.  გვამის გაკვეთას ოჯახის მიერ დაქირავებული ექსპერტიც დაესწრო. “არაერთი ვერსია გვაქვს ოჯახს. იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში გაირკვევა ექსპერტიზის დასკვნით, მაგრამ ის პირველადი კონტურები, რომელსაც ექსპერტიზა გამოკვეთს, რამდენად საკმარისი იქნება დასკვნებისთვის, ამას მე…

მეტი...

„არ მაინტერესებს ნაზი ჯანეზაშვილი, მიხედოს თავის ცხოვრებას“, – ანა დოლიძე იუსტიციის საბჭოს „ალგიას თავლას“ უწოდებს

„ალგიას თავლა, უნუსონში საუბრობენ ყველანი, ვინც იუსტიციის საბჭოში დავტოვე, ღმერთმა შეარგოთ ერთმანეთი“ – ეს განცხადება ანა დოლიძემ ნაზი ჯანეზაშვილთან მიმართებაში გააკეთა და აღნიშნა, რომ ჯანეზაშვილი მის ზურგს უკან მოლაპარაკებებს აწარმობდა.     ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს „ალგიას თავლას“ უწოდებს და მის მიმართ მიზანმიმართულ შეტევაზე საუბრობს. „საბჭოდან იმიტომ წამოვედი, რომ, ბინძურმა ორკესტირებუმა ტალღამ, რომელიც ჩემს წინააღმდეგ გაიმართა, პირველ რიგში, პოლიტიკური ძალებია ამაში ჩართული. ძალიან ვწუხვარ, რომ რომ ეს ადამიანი (ნაზი ჯანეზაშვილი) აღმოჩნდა ამ ძალების ორკესტრირებული თავდასხმის იარაღი, ნებსით ან უნებლიეთ. მთელი თვეების განმვალობაში ის თამარ ჩუგოშვილთან ჩემზე ლაპარაკს აწარმოებდა, ჩემს ზურგ…

მეტი...

საქართველოს საკონსულო ნიუ-იორკში ეტაპობრივი გახსნის მეორე ფაზის დაწყებაზე ინფორმაციას ავრცელებს

22 ივნისს ნიუ-იორკში ეტაპობრივი გახსნის მეორე ფაზას იწყება. საქართველოს გენერალური საკონსულოს ინფორმაციით, მეორე ფაზა მოიცავს შემდეგი ინდუსტრიების გახსნას: ოფისები; უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ბიზნესები; მაღაზიის შიდა საცალო ვაჭრობა;  სატრანსპორტო საშუალებების ყიდვა/გაყიდვა/გაქირავება; უძრავი ქონების გაქირავება, შეკეთება, დასუფთავება; კომერციული შენობების მენეჯმენტი; სილამაზის სალონები და საპარიკმახეროები; საკვები ობიექტების გარე სასადილო სივრცეები; დაწვრილებით ინდუსტრიების გახსნის დირექტივების ნახვა შესაძლებელია ბმულზე: https://on.ny.gov/3djcA7a გენერალური საკონსულო მოქალაქეებს შეახსენებს, რომ „კოვიდ-19“-ის გავრცელება არ არის შეჩერებული, ასევე სთხოვს გაითვალისწინონ უსაფრთხოების ზომები და ატარონ პირბადე ხალხმრავალ ადგილებში. ამასთან, საკონსულო აქვეყნებს იმ ინდუსტრიების და ბიზნესების ჩამონათვალს, რომლებიც ამ ეტაპზე არ იხსნება. ესენია: სავაჭრო ცენტრები…

მეტი...

“სამწუხაროდ, ბავშვთა მიმართ სქესობრივმა დანაშაულმა ბოლო წლებში ძალიან მოიმატა” – სოფო კილაძე

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრებას, ასევე, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა შემადგენლობების განსაზღვრულობის ხარისხის გაზრდას ითვალისწინებს. როგორც მომხსენებელმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ განაცხადა, სამწუხაროდ, ბოლო წლებში ძალიან მოიმატა ბავშვთა მიმართ სქესობრივმა დანაშაულმა. მისივე თქმით, ცვლილებების მიზანია სანქციები იყოს ძალიან მაღალი, რომ მათ ჰქონდეთ პრევენციული დანიშნულება და ამავე დროს, გამოიწვიოს ასეთი ტიპის დანაშულების კლება. კანონპროექტის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა არასრულწლოვანის წინააღმდეგ ჩაიდინა კოდექსის 253-ე-255-ე, 255¹ და 255² მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული (პროსტიტუციაში ჩაბმა; პროსტიტუციის…

მეტი...

“დექსამეტაზონი მძიმე პაციენტებს მდგომარეობას უმსუბუქებს” – ინფექციონისტი

“დექსამეტაზონს კონკრეტულ პაციენტებში თავისი ადგილი უკავია, თუმცა არც ისე არის, რომ დექსამეტაზონი ანტივირუსულ პრეპარატად ჩავთვალოთ. ის მძიმე პაციენტებს მდგომარეობას უმსუბუქებს”, – ამის შესახებ ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა. მისი თქმით, დექსამეტაზონი ახალი წამალი არაა, ის 1970 წლიდან გამოიყენება როგორც ანთების საწინააღმდეგო საშუალება. “ბოლო კვლევებით, რომელიც დიდ ბრიტანეთში ჩატარდა, დადგინა რომ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებში დექსამეტაზონის გამოყენებამ კარგი შედეგი აჩვენა. ეს არის ერთი კონკრეტული კვლევა, საკმაოდ სერიოზული, რაშიც ათასი ადამიანი იღებდა მონაწილეობას. კარგია თუ დექსამეტაზონი ასეთი ეფექტური აღმოჩნდება სხვა შემთხვევებშიც და ის ამ ინფექციის სამკურნალოდ დაინერგება. ეს არის დამხმარე სამკურნალო საშუალება და არა პირდაპირ ანტივირუსული საშუალება, ჩვენს ქვეყანაში…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებს გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებს გამოთქვამს. „ვუსამძიმრებ გიორგი შაქარაშვილის ოჯახს და გამოვთქვამ დიდ მწუხარებას. ამ ქვეყანაში რომ აღარ დასრულდა ახალგაზრდათა შორის ერთმანეთის სასიკვდილოდ გამეტება, ეს ჩვენი ქვეყნის დიდი ტრაგედიაა!“, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში. ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. მაშველები გიორგი შაქარაშვილს ოთხი დღის განმავლობაში ეძებდნენ

მეტი...

გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია მიიღო

ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ 43-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია – „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო. რეზოლუცია 20 ხმით ორის წინააღმდეგ დაამტკიცეს. კენჭისყრაზე თავი შეიკავა 24-მა ქვეყანამ. საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, რეზოლუციაში ადამიანის უფლებათა საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. დოკუმენტში აღიარებულია საქართველოს მთავრობის ძალისხმევა ქვეყანაში დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა განმტკიცების კუთხით. ამასთან, საბჭო მიესალმება საქართველოს მთავრობის თანამშრომლობას გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისთან და ადამიანის უფლებათა დაცვის სხვა, რეგიონულ თუ საერთაშორისო მექანიზმებთან. რეზოლუციაში ადამიანის უფლებათა საბჭო გამოთქვამს სერიოზულ შეშფოთებას…

მეტი...

“ველით თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოებას საქართველოში მეტი ამერიკული ინვესტიციების მოსაზიდად” – კელი დეგნანი

“ველით ჩვენი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოებას საქართველოში მეტი ამერიკული ინვესტიციების მოსაზიდად”, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „მნიშვნელოვანი შეხვედრა მქონდა მინისტრთან. ჩვენი თანამშრომლობა ბევრ მიმართულებას მოიცავს, რასაც უკვე შეაქვს წვლილი საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში. ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ საქართველოს, უზრუნველყოს კეთილდღეობა ქვეყნის ყველა რეგიონში. გვაქვს საკმაოდ ფართო და მოცულობითი პროგრამები ენერგეტიკის, მცირე და საშუალო წარმოების, სოფლის მეურნეობის და საზღვაო სექტორის მიმართულებით. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მინისტრთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და ველით ჩვენი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოებას საქართველოში მეტი ამერიკული ინვესტიციების მოსაზიდად“,…

მეტი...

რამდენიმე დღეში ცოტნე გამსახურდიას სამკურნალოდ ევროპის ერთ-ერთ წამყვან სარეაბილიტაციო ცენტრში გადაიყვანენ

ცოტნე გამსახურდიას მეუღლის ანა ჯაბაურის ინფორმაციით, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში ცოტნე გამსახურდიას სამკურნალოდ ევროპის ერთ-ერთ წამყვან ნეირო-სარეაბილიტაციო ცენტრში გადაიყვანენ. მისი თქმით, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობის კუთხით დადებითი დინამიკაა, რაც მის მკურნალ ექიმებსაც აიმედებს. “მართალია, ე.წ. რობოტზე დგას და მისი საშუალებით გადაადგილდება ყოველ დილას, მაგრამ ესეც წინ გადადგმული ნაბიჯია ჩვენთვის. მისი გამხდარი პირისახეც ექიმების მიერ გამიზნულად დანიშნული კვების რაციონის შედეგია – მისთვის ზედმეტი წონა მავნებელია ახლა. ჯერ დამოუკიდებლად სიარული არ შეუძლია. არც ლაპარაკობს. თუმცა, მისი დაზიანებების ხარისხისა და რაოდენობის გათვალისწინებით, სასწაულია, რომ საერთოდ ცოცხალია. თურქეთში მენინგიტით გართულებული ღრმა კომით გადმოიყვანეს. არ ვიცი ნებისყოფამ,…

მეტი...

“სამწუხაროდ, კრიმინალურ მენტალიტეტს, ქუჩურ-უბნურ გარჩევებს ახალგაზრდების სიცოცხლე ისევ ეწირება” – ლომჯარია გარდაცვლილ ფეხბურთელზე

“ძალიან მძიმე მოსასმენია 19 წლის ფეხბურთელის დაღუპვის ამბავი”, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ფეისბუქგვერდზე წერს. მისი თქმით, კრიმინალურ მენტალიტეტს, ქუჩურ-უბნურ გარჩევებს ახალგაზრდების სიცოცხლე ისევ ეწირება და მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება დროულად, ობიექტურად და სრულყოფილად წარიმართოს. „ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და ახლობლებს. სამწუხაროდ, კრიმინალურ მენტალიტეტს, ქუჩურ-უბნურ გარჩევებს ახალგაზრდების სიცოცხლე ისევ ეწირება. მნიშვნელოვანია გამოძიება დროულად, ობიექტურად და სრულყოფილად წარიმართოს და ყველამ, ვინც შესაძლოა, ფლობდეს ინფორმაციას საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების თაობაზე, ითანამშრომლოს გამოძიებასთან“, – წერს ნინო ლომჯარია.

მეტი...

“გლობალური ლიდერობისა და ერთიანობის ნაკლებობა უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე თავად კორონავირუსი” – ჯანმოს დირექტორი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ კორონავირუსთან ბრძოლაში გლობალური ლიდერობისა და ერთიანობის ნაკლებობა უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე თავად ვირუსი. „მსოფლიოს უკიდურესად სჭირდება ეროვნული ერთიანობა და გლობალური სოლიდარობა. პანდემიის პოლიტიზირებამ მხოლოდ გაამწვავა პრობლემა. უდიდესი საფრთხე, რომლის წინაშეც ახლა ვდგავართ, არა თავად ვირუსი, არამედ გლობალური სოლიდარობისა და გლობალური ლიდერობის ნაკლებობაა“, – განაცხადა ჯანმოს ხელმღვანელმა

მეტი...

“ამ წელს, როგორც არასდროს, ისე გავუფრთხილდეთ ჩვენს თავს, გაუფრთხილდნენ თავიანთ თავს და ჩაიტარონ ვაქცინაცია” – მარინა ენდელაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსი მარინა ენდელაძე მოსახლეობას მოუწოდებს, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტარონ. „ზოგადად, ვაქცინაცია ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ ყოველთვის ამის რეკომენდაციებს გავცემდით, რომ აუცილებელია ვაქცინაცია, მით უმეტეს გრიპზე არის საუბარი. ახლა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ნამდვილად აუცილებელია, რადგან კოვიდინფექცია არასად წასულა და შემოდგომისთვის კიდევ ველოდებით. ეს ზუსტად არავინ ვიცით, მაგრამ სავარაუდოდ იქნება, მოიმატებს. ამიტომ, აუცილებელია გრიპზე ვაქცინაცია. ვიცით, რომ ჯერ არ გვაქვს „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა. ამიტომ გრიპის ვაქცინა აუცილებელია, რომ ერთდროულად არ მოხდეს პაციენტების დაინფიცირება, როგორც კოვიდით, ასევე გრიპით. რა თქმა უნდა, ორი ვირუსის ერთდროულად არსებობა სიტუაციას დაამძიმებს…

მეტი...

საქართველოს პროკურატურამ ნორვეგიული და იტალიური კომპანიების დიდი ოდენობით ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტი გამოავლინა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ნორვეგიული და იტალიური კომპანიების დიდი ოდენობით ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტი გამოავლინა, რის შედეგადაც სამი პირის მიმართ დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ნორვეგიულ და იტალიურ კომპანიებს 134 962 ევროს ოდენობის ზიანი მიადგათ. „გამოძიებით დადგინდა, რომ სხვადასხვა უცხოური საწარმოების კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, 2020 წლის მარტი-მაისის თვეებში, ბ.ა-ს მითითებით და დავალებით ო.კ-მ და დ.ქ-მ, საქართველოში ნორვეგიული და იტალიური კომპანიების ანალოგიური სახელწოდების მქონე საწარმოები დააფუძნეს და საბანკო ანგარიშები გახსნეს საქართველოში მოქმედ საბანკო დაწესებულებებში. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ მოხდა ნორვეგიული და იტალიური კომპანიების ელექტრონულ ფოსტაში ჰაკერული…

მეტი...

“წელს სეზონური გრიპის ვაქცინაცია გაფართოვდება” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით,  საქართველომ გააფორმა ხელშეკრულება სეზონური გრიპის საწინააღმდეგო, ფრანგული წარმოების, 4-კომპონენტიანი ვაქცინის შეძენასთან დაკავშირებით. მისი თქმით, პრეპარატი ქვეყანაში სექტემბრის მეორე ნახევარში ან ოქტომბრის პირველ ნახევრამდე პერიოდში შემოვა. მისი თქმით, საუბარია 135 ათას ვაქცინაზე, რომელიც რისკჯგუფებში შემავალ პირებს გაუკეთდებათ. მისივე თქმით, მიმდინარეობს მუშაობა ალტერნატიულ გზებზე, რათა ქვეყანამ ვაქცინის დამატებითი პარტიები შემოიტანოს. რაც შეეხება კერძო სექტორს, რომელსაც ვაქცინები ბაზარზე რეალიზაციის მიზნით შემოაქვს, გამყრელიძის განცხადებით, კომპანიებმა შარშან 40 ათასამდე ვაქცინა შეიძინეს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციაა, ეს რაოდენობა წელს გაიზარდოს. თუმცა, როგორც ამირან გამყრელიძე აცხადებს, მსოფლიოში ზოგადად აღნიშნული…

მეტი...

ფიტნეს დარბაზები და აუზები, სავარაუდოდ, ივლისის დასაწყისიდან გაიხსნება

ფიტნეს დარბაზები და აუზები, სავარაუდოდ, ივლისის დასაწყისიდან გაიხსნება. ბიზნესომბუდსმენმა, ჯანდაცვის სამინისტროსა და ფიტნესინდუსტრიის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს და ის რეკომენდაციები განიხილეს, რომელთა შესრულებაც ინდუსტრიის წარმომადგენლებს მოუწევთ.  რეკომენდაციების ძირითადი პუნქტები უკვე დამტკიცებულია. სფეროს წარმომადგენლებს ორ ნაწილთან დაკავშირებით აქვთ პრაქტიკული რეკომენდაციები. ეს ეხება ბუნებრივ ვენტილაციასა და 8 კვადრატულ მეტრზე ერთი ადამიანის დაშვებას. ვარჯიშისას ფიტნეს დარბაზებში პირბადის ტარება საჭირო არ იქნება, თუმცა აუცილებელ მოთხოვნად განისაზღვრა პირსახოცების ერთჯერად ცელოფნებში განთავსება, 2 საათში ერთხელ დასუფთავება და სოციალური დისტანცია. ფიტნესცენტრების წარმომადგენლები განმარტავენ, რომ 8 კვადრატულ მეტრზე ერთი ადამიანის მოაზრება გაუჭირდებათ. ჯანდაცვის სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ ფიტნეს დარბაზების გახსნა წინასწარი ინსპექტირებით, ეტაპობრივად მოხდეს. „არ გამოვრიცხავ, რომ გახსნა იყოს შემოწმების საფუძველზე, ვინც დააკმაყოფილებს…

მეტი...

„ქართული ოცნება“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს ივლისში წარადგენს” – ირაკლი კობახიძე

“ჩვენ ივლისში უკვე წარვადგენთ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს”, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, სრულფასოვანი საარჩევნო კამპანია ივლისში დაიწყება. „ჩვენ ივლისში უკვე წარვადგენთ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს. ეს გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს მიერ იქნება მიღებული და შესაბამისად, ივლისიდან უკვე აქტიურად გავლენ ჩვენი მაჟორიტარები იმისათვის, რომ დაიწყონ მოსახლეობასთან შეხვედრები. ანუ, სრულფასოვანი საარჩევნო კამპანია დაიწყება უკვე ივლისის თვეში. ეს არის ჩვენი გეგმა“, – განაცხადა კობახიძემ.

მეტი...

“ხელისუფლება გიორგი რურუას თუ გაათავისუფლებს, ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ შემდეგ მოსმენებშიც” – დავით ბაქრაძე

„ევროპული საქართველოს“ წევრის, დავით ბაქრაძის განცხადებით, მთავარი საფრთხე, რაც კონსტიტუციური კანონპროექტის პირველი მოსმენით ჩაგდებას უკავშირდებოდა, უკვე თავიდან არის აცილებული. მისივე თქმით, ახლა ბურთი და პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლების მხარესაა. „თუ ხელისუფლება შეასრულებს 8 მარტის შეთანხმებას და გამოუშვებს გიორგი რურუას, ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ შემდეგ მოსმენებშიც და ეს იქნება უკვე მართლაც არა მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილება, არამედ ცვლილება, რომელიც ასახავს პოლიტიკური ოპოზიციის თანხმობასაც. თუ ხელისუფლება ამას არ გააკეთებს, მაშინ მათ მოუწევთ ამ ცვლილებების მიღება უჩვენოდ. მიღება აუცილებლად მოუწევთ, რადგან მეორე, მესამე მოსმენით ვეღარ ჩააგდებენ პროცედურულად. მაგრამ ეს იქნება ცვლილება, რომელიც არ ასახავს ქვეყანაში პოლიტიკური…

მეტი...

“გარკვეული გამოწვევების წინაშე თუ დავდგებით, გვექნება სხვადასხვა ვერსია, რომელსაც მოსწავლეებს შევთავაზებთ” – ეკატერინე დგებუაძე

განათლების მინისტრის მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, განათლების სამინისტრო ახალი სასწავლო წლისთვის ემზადება და სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სკოლებში სწავლა შესაძლოა, პირველ სექტემბერს დაიწყოს, დგებუაძე აცხადებს, რომ ჯერ კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის. „განათლების სამინისტრომ დაასრულა სასწავლო პროცესი 2019-20 წლის და დაიწყო მუშაობა ახალი სასწავლო წლისთვის მზადებისთვის. სხვადასხვა მიმართულებით ვმუშაობთ. გარდა ამისა, აქტიურად ვთანამშრომლობთ ჯანდაცვის სამინისტროსთან. იმ რეკომენდაციებს, რომლებსაც ჩვენ ვამზადებთ, ვათანხმებთ ჯანდაცვის სამინისტროსთან და შესაბამისად, განათლების სამინისტრო დღეს პროცესში იმყოფებ, სხვადასხვა სცენარებს ამუშავებს და სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს. კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვს. შესაბამისად განათლების სამინისტრო…

მეტი...

“გავრილოვი “ნაციონალური მოძრაობასთან” ჰარმონიაშია და ოპოზიციას ე.წ სატოპკეებს უწევს” – ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე,  ოკუპანტი ქვეყნის კომუნისტი დეპუტატის გავრილოვის დღეს გაკეთებულ განცხადებას პასუხობს და ამბობს, რომ გავრილოვი “ნაციონალური მოძრაობასთან” ჰარმონიაშია და ოპოზიციას” ე.წ სატობკეებს უწევს. “შარშანდელმა წლის შემდეგ, რამდენიმე განცხადება გააკეთა გავრილოვმა და ყოველი თავისი განცხადებით, “სატოპკეებს” უწევს “ნაციონალური მოძრაობას” და ძალიან ჰარმონილებული არიან ისინი ერთმანეთში. რა თქმა უნდა, ასეთი განცხადებები ხელს აძლევს ოპოზიციას, იმიტომ რომ მათ უჩენთ სპეკულაციის საგანს და ძალიან კარგად იკვეთება ვის ინტერესში რა შედის. საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს 9 წლის მანძილზე ვინ აკეთებდა რუსულ საქმეს საქართველოში და ვინ აკეთებს ახლა, უკვე ოპოზიციის რანგში, რუსულ…

მეტი...

“მისასალმებელია, რომ „ევროპული საქართველო“ პროცესს შემოუერთდა, თუმცა მათი მონაწილეობის გარეშეც საკმარისი ხმები იყო” – მარიამ ჯაში

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარე მარიამ ჯაში მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე ულტიმატუმების ენით საუბარი არ არის იმ პროცესის შესაბამისი, რაც საერთო კონსესუსითა და დიპლომატიური კორპუსის აქტიური ჩართულობით წარიმართა. როგორც ჯაშმა განაცხადა, გუშინდელმა კენჭისყრამ დაადასტურა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს 116 ხმა გარანტირებული ჰქონდა. „მისასალმებელია, რომ „ევროპული საქართველო“ პროცესს ბოლო მომენტში შემოუერთდა, მაგრამ მათი მონაწილეობის გარეშე იყო საკმარისი ხმები. რთულია, გააკრიტიკო პოლიტიკური ძალა, რომელიც საკუთარ თანაგუნდელს მხარს უჭერს და მის გათავისუფლებას ითხოვს, მაგრამ ფართო კონსესუსით მიღებული შეთანხმების ბოლომდე მიყვანა თითოეული პოლიტიკური პარტიის პასუხისმგებლობაა. ამდენად, ულტიმატუმების ენით საუბარი იმ პროცესის შესაბამისი არ არის, რაც…

მეტი...

“პირველ მოსმენაზე ხმა იმიტომ მივეცით, რომ ივანიშვილი კუთხეში მიგვემწყვდია” – გიგა ბოკერია

“ევროპული საქართველოს” პოლიტსაბჭოს წევრმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მათი ამოცანა ვითარების ნორმალიზებაა, რასაც გიორგი რურუას გათავისუფება სჭირდება.  “მოლოდინი კი არ გვაქვს, გვაქვს ამოცანა, რომელსაც სჭირდება ვითარების ნორმალიზება. ვითარების ნორმალიზებას კი, სჭირდება გიორგი რურუას გათავისუფლება და პირობის შესრულება, რომელიც საზოგადოების წინაშე  და საერთაშორისო მეგობრების წინაშე დაიდო. ამაზე საერთაშორისო მეგობრებმაც მიუთითა მმართველ გუნდს. ასევე, გვინდა ამ საკონსტიტუციო ცვლილების მიღება. ეს იქნება ივანიშვილისთვის ანგარიშვალდებულების მაგალითი. შემდეგ თვეებში კი, როდესაც ის იმოქმედებს ძალაუფლების დაკარგვის შიშით, ჩვენ გვექნება მეტი გარანტია, რომ ნაკლებ სისულელეს ჩაიდენს. თუ დაპირება არ შესრულდება, ჩვენ მეორე მოსმენაზე ხმას…

მეტი...

“ზელიმხან ხანგოშვილის ოჯახი დაცვას ითხოვს” – “დოიჩე ველე”

ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ოჯახი დაცვას ითხოვს. ინფორმაციას ამის შესახებ „დოიჩე ველე“ ოჯახის ადვოკატებზე დაყრდნობით ავრცელებს. „მოვითხოვთ, რომ ისინი, ვისაც ჩვენს შორის ამ დრომდე არ მიუღია დაცვა, უზრუნველყონ დაცვით გერმანიასა და შვედეთში. სამწუხაროდ, გასულ წელს ჩვენ ტკივილით გავაცნობიერეთ, რომ რუსეთის ხელისუფლების მხრიდან დევნის შიში, რომლის გამოც ჩვენ სამშობლო დავტოვეთ, გამართლებულია“, – აღნიშნულია ხანგოშვილის ოჯახის განცხადებაში. მოკლულის ოჯახის წევრები ასევე მიესალმებიან გერმანიის ფედერალური პროკურატურის მიერ მკვლელობის საქმეზე ბრალის წაყენებას. „გამოძიებამ დაადგინა, რომ ჩვენი მამა, ძმა და მეუღლე მოკლეს რუსეთის ხელისუფლების დაკვეთით“, – ნათქვამია განცხადებაში. საქართველოს მოქალაქე, წარმოშობით ჩეჩენი ზელიმხან ხანგოშვილი 2019 წლის 23 აგვისტოს…

მეტი...

“ყველაფერი უნდა გაკეთედეს, რომ ხმის მიცემასთან დაკავშირებით ადამიანის ფუნდამენტური უფლება იყოს დაცული” – ამირან გამყრელიძე

ყველაფერი უნდა გაკეთედეს და ყველაფერი უნდა დავიცვათ, რომ, ერთი მხრივ, ადამიანის ფუნდამენტური უფლება, მისი ხმის მიცემასთან დაკავშირებით, იყოს დაცული, მეორე მხრივ, დაცული იყოს ადამიანის მეორე მთავარი უფლება, მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პარლამენტში არჩევნებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, საქართველოში ამჟამად არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება არჩევნების ჩატარებისა და სასწავლო პროცესის დაწყების საშუალებას იძლევა, თუმცა არავინ იცის, როგორი იქნება პროგნოზი მომავალში. „ძალიან ბევრმა ქვეყანამ და დღეს მოყვანილი იყო სტატისტიკური მონაცემები სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის, თუ რა პირობებში ჩაატარეს არჩევნები,…

მეტი...

“ნაციონალურმა მოძრაობამ” უარი თქვა კენჭისყრაზე, ცუდი საყურებელი იყო” – თეა წულუკიანი

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით დამტკიცებას გამოეხმაურა. თეა წულუკიანი იმედს გამოთქვამს, რომ შემდეგ მოსმენებზეც კანონპროექტი მხარდაჭერილი იქნება. გარდა ამისა, თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარის თქმა მათი მხრიდან დესტაბილიზაციას მიუთითებს. “ქართული ოცნების” მთავარი მიზანი არის ის, რაც იყო ბოლო 9 წლის განმავლობაში იყო – ეს არის ქვეყანაში სტაბილიზაციის და მშვიდობის შენარჩუნება.  ცუდი საყურებელი იყო, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” უარი თქვა კენჭისყრაზე, ვინაიდან აგრძელებენ ჩვენგან განსხვავებით იმ მთავარი მიზნის მსახურებას, რაც არის დესტაბილიზაცია და რევოლუციური სცენარით მოვლენების განვითარება. “ევროპულ საქართველოს” კი, მათ შვილობილ პარტიას, მოუწია რეალობასთან თვალის…

მეტი...

„შევარდნაძისა და მისი ხუნტის მმართველობის პერიოდში, გიორგი რურუა გამოირჩეოდა განსაკუთრებული სისასტიკით“ – გიორგი გამსახურდია დონალდ ტუსკს მიმართავს

 საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, გიორგი გამსახურდია, რომელიც პოლონეთში პოლიციის ატაშეს თანამდებობაზეა, “ევროპის სახალხო პარტიის” თავმჯდომარე, დონალდ ტუსკს წერილით მიმართავს, სადაც გიორგი რურუას შესახებ წერს. „ბატონო დონალდ, საკმარისია გადახედოთ 90-იანი წლების საქართველოს შესახებ დასკვნებს, რომლებიც შემუშავებულია ისეთი წონიანი ორგანიზაციების მიერ, როგორებიცაა UNHRC, USHR და შეგექმნებათ წარმოდგენა, თუ რა მოხდა საქართველოში, რა წვლილი მიუძღვნის „მხედრიონსა“ და სხვა პუტჩისტურ ბანდებს საქართველოსა და მისი მოსახლეობის წინაშე. ზუსტად ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი და წონიანი ფიგურა გახლავთ გიორგი (ჟორიკა) რურუა, რომელიც შევარდნაძისა და მისი ხუნტის პერიოდში გამოირჩეოდა განსაკითრებული სისატიკით ჩადენილი დანაშაულების როგორც მონაწილეობით, ასევე…

მეტი...

“თავისთავად ამ შემსუბუქების პოლიტიკაში გარკვეული რისკები არის, მაგრამ ეს რისკები მართვადია” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ამ დროისთვის ეპიდსიტუაცია მართვადია. თუმცა, მისივე თქმით, ღონისძიებების შემსუბუქებასთან ერთად, ინფექციის გავრცელების რისკებიც არსებობს, ამიტომ ყველამ უნდა დაიცვას რეკომენდაციები, რომლებსაც სპეციალისტები იძლევიან. „მოგეხსენებათ, ქვეყანაში 27 აპრილიდან დაიწყო შემსუბუქების პროცესი, ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად იხსნება მთელი რიგი ბიზნესები ქვეყანაში, ეს ასეც უნდა იყოს. როგორც ხედავთ, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია მართვადია და ის იძლევა საშუალებას, რომ ქვეყანაში შემსუბუქების პოლიტიკა გაგრძელდეს, მეტ ადამიანს მიეცეს საშუალება საქმიანობის დაწყების, სამუშაოების, სამსახურების ისევ ამოქმედების და ა.შ. ამიტომ, თავისთავად ამ შემსუბუქების პოლიტიკაში გარკვეული რისკები არის, მაგრამ ეს რისკები მართვადია. თუ ყველა შევასრულებთ…

მეტი...

კომპანია „ზედაზენს“ ინფექციონისტები ესტუმრნენ

ს.ს. „ქართული ლუდის კომპანიას“ ინფექციონისტები ესტუმრნენ. ექიმებმა დაათვალიერეს საწარმო, ადგილზე გაეცნენ წარმოების პროცესებს და  რეკომენდაციები გაუწიეს კომპანია „ზედაზენის“ თანამშრომლებს, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ავრცელებს. სპეციალისტების და მედიკოსების მოსაზრებით კომპანია „ზედაზენი“ უსაფრთხოების ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს. „მიუხედავად რთული პერიოდისა, როგორც კი საშუალება მოგვეცა, ინფექციონისტების ჯგუფთან ერთად ზედაზენის წარმოებას ვეწვიეთ და მადლობა გადავუხადეთ ყურადღებისთვის, რომელსაც კომპანია გასული ოთხი  თვის  განმავლობაში,  რეგულარულად იჩენდა ჩვენს მიმართ. თავის მხრივ, ზედაზენის თანამშრომლების კითხვებს ვუპასუხეთ კოვიდ 19-ის სეზონური ინფექციების საკითხებთან დაკავშირებით. მოგვეცა საშუალება დაგვეთვალიერებინა საწარმო. მოხიბლულები დავრჩით ნანახით.  ევროპული ტექნოლოგიებით აღჭურვილი კომპანია „ზედაზენი“, სამაგალითოა და ერთგვარი ფლაგმანი ქართულ წარმოებათა…

მეტი...

აღენიშნება თუ არა 19 წლის ფეხბურთელის ცხედარს დაზიანებები, ექსპერტიზა დაადეგნს

აღენიშნება თუ არა რაიმე დაზიანება 19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარს, ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში არაფერს აცხადებენ, საგანგებო სიტუაციების მართვის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს უფროსის თემურ მონიავას ინფორმაციით, აღნიშნულს შესაბამისი უწყებები გამოძიებით დაადგენენ. “მინდა ვისარგებლო შემთხვევით და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახელით სამძიმარი გამოვუცხადო ოჯახს. ამ ოთხი დღის განამვლობაში სამუშაოებში ჩართული იყო 70 მეხანძრე- მაშველი, ასევე 7 გასაბერი ნავი, შესაბამისი საძიებო სისტემით აღჭურვილი, რომელიც სკანირებას ახდენს მთლიანი წყლის ქვედა პერიმეტრის. ასევე, 4 დღის განმავლობაში უწყვეტად, 24 საათის განმავლობაში ფუნქციონირებდა საველე შტაბი, საიდანაც ხდებოდა სამაშველო ოპერაციის კოორდინირება,” – განაცხადა მონიავამ. ცნობისთვის, 19 ივნისს,…

მეტი...

საერთაშორისო ტურიზმთან მიმართებაში გადაწყვეტილებას მთავრობა საზოგადოებას უახლოეს პერიოდში გააცნობს

ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით ტურისტული ტრანსპორტისთვის დადგენილი სტანდარტები საქალაქთაშორისო ტრანსპორტისთვის დაწესებულ რეგულაციებს უთანაბრდება, – აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. საბჭოს წევრებმა განიხილეს მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ტურიზმის გახსნის მიმართულებით ფრთხილი და ეტაპობრივი მიდგომის შენარჩუნების აუცილებლობაზე და გადაწყვეტილებების მსოფლიოში არსებული ტენდენციების გათვალისწინებით მიღებაზე. საქართველო ყურადღებით ეცნობა ევროკავშირში არსებულ ტენდენციებს, რომლის ფარგლებში პირველ ეტაპზე მხოლოდ შიდა საზღვრები გაიხსნა, ხოლო სხვა ქვეყნებთან მიმართებაში შეთანხმება მიღწეული არ არის და შესაბამის გადაწყვეტილებებს საერთაშორისო ტურიზმთან მიმართებაში, არსებული ვითარების გათვალისწინებით, საზოგადოებას უახლოეს პერიოდში გააცნობს. ამასთან, საბჭოს სხდომაზე ყურადღება გამახვილდა PCR ტესტირებების გაფართოების…

მეტი...

პარლამენტში სამუშაო ჯგუფი პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარებაზე მსჯელობს

საქართველოს პარლამენტში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს, რომელზეც დეპუტატები საარჩევნო კოდექსის პროექტსა და პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარების საკითხზე მსჯელობენ. შეხვედრა პოლიტიკურ პარტიებთან დახურულ ფორმატში მიმდინარეობს. მას დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძეც ესწრება. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში არიან ასევე სალეჩოების წარმომადგელები, საგარეო საქმეთა, ჯანდაცვისა და იუსტიციის სამინისტორები, ცენტრალური საარჩევნო კომისია და არასამთავრობო ორგანიზაციები.

მეტი...

“ვფიქრობ, ინფექცია რეგრესის გზაზე მიდის” – ლევან გოფოძე

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოფოძემ ქვეყანაში შეზღუდვების მოხსნის შემდეგ არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება შეაფასა. მისი თქმით, კოვიდინფექცია რეგრესს განიცდის. „ერთი პერიოდი ახალგახსნილზე იყო შედარებითი მატება, რასაც მატებას ვერ დავარქმევთ. შემდგომში ისევ მოხერხდა მდგომარეობის სტაბილიზაცია. ამჟამად არ იმატებს, ერთ და ორ შემთხვევას მატებას ვერ დავარქმევთ. მომართვიანობა შემცირებულია და ვფიქრობ, ინფექცია მიდის რეგრესის გზაზე“,-  განაცხადა გოფოძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დღეს გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 908 შემთხვევაა დადასტურებული.  გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 761-ს შეადგენს

მეტი...

საქართველოს თავდაცვის ძალები მსოფლიო ბრენდების ახალი სპეცტექნიკით აღიჭურვება

საქართველოს თავდაცვის ძალები მსოფლიო ლიდერი კომპანიების მიერ წარმოებული სპეციალური დანიშნულების ახალი ტექნიკით აღიჭურვება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველ სამხედროებს ნატო-ს წევრი ქვეყნების სტანდარტების შესაბამისი სპეციალური დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალებები ექნებათ. ამ ბრენდების სპეციალურ ტექნიკას იყენებენ გერმანიის, იტალიის, ესპანეთის, შვეიცარიისა და სხვა მრავალი ქვეყნის თავდაცვის ძალები. ახალი სპეცტექნიკის შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს თავდაცვის სამინისტროსა და შესაბამის პოზიციებში გამარჯვებული მომწოდებელი კომპანიების ხელმძღვანელმა პირებმა. ახალი პროექტის მიხედვით, მოძველებული საბჭოთა წარმოების სპეცტექნიკა თანამედროვე, მსოფლიო და ევროპული ლიდერი კომპანიების, გერმანული „მენ“ (MAN), იტალიური „ივეკო“ (IVECO) და ამერიკული „ფორდი“ (FORD) მიერ…

მეტი...

გიორგი შაქარაშვილის ცხედარი არაგვში იპოვეს

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ამ ხნის განმავლობაში საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო, 70 მეხანძრე-მაშველი, 7 ნავი და ორი სპეციალური კატერი, რომელიც ახორციელებდა ფკერის სკანირებას. შეუჩერებლად ფუნქციონირებდა საველე შტაბი, საიდანაც ხდებოდა საძიებო ოპერაციის მართვა. ადგილზე მობილიზებული იყო ყველა საჭირო სპეც-ტექნიკა, მათ შორის თერმული დრონები, რომლებიც ახორცილებელდნენ ტერიტორიის მონიტორინგს. 19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.

მეტი...

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში 3 ნარკორეალიზატორი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უკრაინის სამი მოქალაქე – 1990 წელს დაბადებული პ.ბ., 1990 წელს დაბადებული ა.ხ. და 2000 წელს დაბადებული დ.პ., ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით, თბილისში დააკავეს, – განცხადება ამის შესახებ შსს – ში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთდა. „დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები ჩართული იყვნენ ნარკოტიკების ინტერნეტით რეალიზაციის სქემაში. კერძოდ, ა.ხ და დ.პ., პ.ბ.-ს მითითებით, თბილისში, წინასწარ სპეციალურად…

მეტი...

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების რეალიზაციისთვის თბილისში უკრაინელი ქალები დააკავეს

გახსნილია დიდი ოდენობით ნარკოტიკების რეალიზაციის ფაქტი, სადაც ახალგაზრდა, უკრაინელი ქალები ფიგურირებენ. საქმე ეხება ნარკოტიკების უკონტაქტო რეალიზაციას, როცა დაკავებულები ნარკოტიკულ საშუალებებს ინტერნეტით ყიდდნენ და მას ადრესატს სხვადასხვა მისამართზე უტოვებდნენ. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება შსს-ში რამდენიმე წუთის უკან გაკეთდა.  

მეტი...