„ქართული ოცნება“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს ივლისში წარადგენს” – ირაკლი კობახიძე

“ჩვენ ივლისში უკვე წარვადგენთ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს”, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სრულფასოვანი საარჩევნო კამპანია ივლისში დაიწყება.

„ჩვენ ივლისში უკვე წარვადგენთ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს. ეს გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს მიერ იქნება მიღებული და შესაბამისად, ივლისიდან უკვე აქტიურად გავლენ ჩვენი მაჟორიტარები იმისათვის, რომ დაიწყონ მოსახლეობასთან შეხვედრები. ანუ, სრულფასოვანი საარჩევნო კამპანია დაიწყება უკვე ივლისის თვეში. ეს არის ჩვენი გეგმა“, – განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი თემები