“დექსამეტაზონი მძიმე პაციენტებს მდგომარეობას უმსუბუქებს” – ინფექციონისტი

“დექსამეტაზონს კონკრეტულ პაციენტებში თავისი ადგილი უკავია, თუმცა არც ისე არის, რომ დექსამეტაზონი ანტივირუსულ პრეპარატად ჩავთვალოთ. ის მძიმე პაციენტებს მდგომარეობას უმსუბუქებს”, – ამის შესახებ ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა.

მისი თქმით, დექსამეტაზონი ახალი წამალი არაა, ის 1970 წლიდან გამოიყენება როგორც ანთების საწინააღმდეგო საშუალება.

“ბოლო კვლევებით, რომელიც დიდ ბრიტანეთში ჩატარდა, დადგინა რომ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებში დექსამეტაზონის გამოყენებამ კარგი შედეგი აჩვენა. ეს არის ერთი კონკრეტული კვლევა, საკმაოდ სერიოზული, რაშიც ათასი ადამიანი იღებდა მონაწილეობას. კარგია თუ დექსამეტაზონი ასეთი ეფექტური აღმოჩნდება სხვა შემთხვევებშიც და ის ამ ინფექციის სამკურნალოდ დაინერგება. ეს არის დამხმარე სამკურნალო საშუალება და არა პირდაპირ ანტივირუსული საშუალება, ჩვენს ქვეყანაში ხშირ შემთხვევაში მძიმე პაციენტებში დექსამეტაზონს პერიოდულად ვიყენებთ“, – განაცხადა ინფექციონისტმა.

მსგავსი თემები