“ველით თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოებას საქართველოში მეტი ამერიკული ინვესტიციების მოსაზიდად” – კელი დეგნანი

“ველით ჩვენი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოებას საქართველოში მეტი ამერიკული ინვესტიციების მოსაზიდად”, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„მნიშვნელოვანი შეხვედრა მქონდა მინისტრთან. ჩვენი თანამშრომლობა ბევრ მიმართულებას მოიცავს, რასაც უკვე შეაქვს წვლილი საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში. ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ საქართველოს, უზრუნველყოს კეთილდღეობა ქვეყნის ყველა რეგიონში.

გვაქვს საკმაოდ ფართო და მოცულობითი პროგრამები ენერგეტიკის, მცირე და საშუალო წარმოების, სოფლის მეურნეობის და საზღვაო სექტორის მიმართულებით. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მინისტრთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და ველით ჩვენი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოებას საქართველოში მეტი ამერიკული ინვესტიციების მოსაზიდად“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

მსგავსი თემები