“გლობალური ლიდერობისა და ერთიანობის ნაკლებობა უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე თავად კორონავირუსი” – ჯანმოს დირექტორი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ კორონავირუსთან ბრძოლაში გლობალური ლიდერობისა და ერთიანობის ნაკლებობა უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე თავად ვირუსი.

„მსოფლიოს უკიდურესად სჭირდება ეროვნული ერთიანობა და გლობალური სოლიდარობა. პანდემიის პოლიტიზირებამ მხოლოდ გაამწვავა პრობლემა. უდიდესი საფრთხე, რომლის წინაშეც ახლა ვდგავართ, არა თავად ვირუსი, არამედ გლობალური სოლიდარობისა და გლობალური ლიდერობის ნაკლებობაა“, – განაცხადა ჯანმოს ხელმღვანელმა

მსგავსი თემები