საქართველოს საკონსულო ნიუ-იორკში ეტაპობრივი გახსნის მეორე ფაზის დაწყებაზე ინფორმაციას ავრცელებს

22 ივნისს ნიუ-იორკში ეტაპობრივი გახსნის მეორე ფაზას იწყება. საქართველოს გენერალური საკონსულოს ინფორმაციით, მეორე ფაზა მოიცავს შემდეგი ინდუსტრიების გახსნას:

ოფისები; უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ბიზნესები; მაღაზიის შიდა საცალო ვაჭრობა;  სატრანსპორტო საშუალებების ყიდვა/გაყიდვა/გაქირავება; უძრავი ქონების გაქირავება, შეკეთება, დასუფთავება; კომერციული შენობების მენეჯმენტი; სილამაზის სალონები და საპარიკმახეროები; საკვები ობიექტების გარე სასადილო სივრცეები;

დაწვრილებით ინდუსტრიების გახსნის დირექტივების ნახვა შესაძლებელია ბმულზე: https://on.ny.gov/3djcA7a

გენერალური საკონსულო მოქალაქეებს შეახსენებს, რომ „კოვიდ-19“-ის გავრცელება არ არის შეჩერებული, ასევე სთხოვს გაითვალისწინონ უსაფრთხოების ზომები და ატარონ პირბადე ხალხმრავალ ადგილებში.

ამასთან, საკონსულო აქვეყნებს იმ ინდუსტრიების და ბიზნესების ჩამონათვალს, რომლებიც ამ ეტაპზე არ იხსნება. ესენია: სავაჭრო ცენტრები (Malls); საკვები ობიექტების შიდა სასადილოები და ბარის სერვისი; ხალხმრავალი შეკრებები და ღონისძიების ჩატარების ადგილები; სავარჯიშო დარბაზები; ვიდეო ლატარეა და აზარტული თამაშების დაწესებულებები; კინო დარბაზები; საზოგადოების გასართობი ცენტრები (შიდა და გარე).

მსგავსი თემები