საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა.
სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები დღეს, თბილისის დროით 14:29 საათზე, სოფელ სამებასთან დაფიქსირდა.
მიწისძვრის სიმძლავრემ 3.8 მაგნიტუდა შეადგინა.
დღეს ეს საქართველოში მეორე მიწისძვრაა. პირველი დილით, რუსეთ-საქართველოს საზღვართან დაფიქსირდა.