2 არასრულწლოვანს ლეღვის ნახარშისგან სხეულის 20 და 40%-იანი დამწვრობები აქვთ მიღებული

ორი არასრულწლოვანი ლეღვის ნახარშით მიღებული დამწვრობებით საავადმყოფოშია მოთავსებული. 12 და 15 წლის დები – თბილისში, ხეჩინაშვილის კლინიკაში ზუგდიდიდან გადმოიყვანეს.

დამწვრობის ცენტრის დირექტორის, გუგა ქაშიბაძის განმარტებით, მოზარდებს საკმაოდ მძიმე, 20 და 40%-იანი დამწვრობები აქვთ მიღებული.

ქაშიბაძე კიდევ ერთხელ აფრთხილებს მოსახლეობას, რომ რუჯის მისაღებად სხეულზე ლეღვის ნახარშის წასმა დაუშვებელია.

“გუშინ გამთენიისას ქალაქ ზუგდიდიდან გადმოყვანილი იქნა 2 გოგონა 15 და 12 წლის, დედმამიშვილები. ორივე მათგანს აღენიშნება ლეღვის ფოთლების ნახარშით მიღებული ქიმიური დამწვრობა. ერთთან არის 20%, მეორესთან არის 40%. ამ წუთისათვის მათი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა საკმაოდ სერიოზული ტრავმა აქვს ორივეს.

ლეღვის ფოთლების ნახარშის გამოყენება და დამწვერობა არის ერთი და იგივე, მას რუჯთან არანაირი კავშირი არ აქვს,” – აღნიშნა გუგა ქაშიბაძემ.

მსგავსი თემები