“ამოიწურა მოთმინების ფიალა, იმდენად შეურაცხადები და სამშობლოს მტრები არიან” – ზურაბ ნადირაძე ხელისუფლებაზე

პრემიერის განცხადებას, სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი პოლიტიკოსები პასუხობენ, აგვისტოს ომის „პროვოკაციად“ შეფასებას, ისინი ქვეყნის საზიანო განცხადებად თვლიან:

„ორი დღეა თავს ვიკავებ, აგვისტოს გასახსენებლად მძიმე დღეებიდან გამომდინარე, „ქოცხელისუფალთა“ უთავმოყვარეო განცხადებებზე არ შემეგინებინა, მაგრამ ვინ დაგაცდის, ამოიწურა მოთმინების ფიალა, იმდენად შეურაცხადები და სამშობლოს მტრები არიან!

წარმოგიდგენიათ, ეს ნ*******ი  მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, ჩვენი გმირების საფლავებთან დგანან, მათ ოჯახის წევრებს თვალებში უყურებენ და ჩვენს საამაყო გმირებზე და დაღუპულ ძმებზე ამბობენ,- ანტისახელმწიფოებრივ პროვოკაციას შეეწირნენო(!)

დაღუპულთა ოჯახებს ეუბნებიან ამას, თქვან, რომელი მათგანი იბრძოდა აგვისტოს ომში ამ ხელისუფლებიდან ან „ქოცდეპუტაციიდან,“ ან სად ეყარნენ საერთოდ ომის დღეებში?!

ვინც მიცნობს, პასუხს ვაგებ ყველა ჩემს სიტყვაზე, და ყველა იმ ხელისუფლების წარმომადგენელი შესაგინებელია, ვინც ჩვენი საამაყო დაღუპული გმირების თავდადებას ასე დააკნინებს, ვის ნაღვაწზე და ნაბრძოლზეც ახლა ეს მოღალატეები მილიონებს შოულობენ და პლიუს ამას ისტორიის გადაწერასაც ცდილობენ, რათა ოკუპანტი რუსეთის დავალებით, სამშობლოს ტერიტორიების გასათავისუფლებლად წარმოებული ბრძოლა, ანტისახელმწიფოებრივ პროვოკაციად შერაცხონ!“ – წერს ნადირაძე სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები