მმართველი გუნდი შარლ მიშელის ე.წ. დოკუმენტთან დაკავშირებით გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ისევ იმეორებს რომ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება შარლ მიშელის ძალისხმევით შექმნილი შეთანხმებიდან გასვლის შესახებ საბოლოოა და გადახედვას არ ექვემდებარება.

„არ ვართ ბავშვები, ჩვენ სერიოზული ხალხი ვართ.  შარლ მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებით ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემობრუნებაზე საუბარი არასერიოზულია“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

მისივე შეფასებით, მმართველი გუნდის გადაწყვეტილება დოკუმენტის ანულირების შესახებ პრინციპულია.

“ნაციონალური მოძრაობის” მიერ დოკუმენტზე ხელის არ მოწერა იყო ერთ-ერთი და არა ერთადერთი ფაქტორი, რამაც ჩვენ ეს გადაწყვეტილება მიგვაღებინა. იყო სხვა ფაქტორებიც. მათ შორის ის, რომ კიდევ ერთხელ გამოუცხადეს ბოიკოტი პარლამენტს. შარლ მიშელის შეთანხმების ერთადერთი მიზანი პოლარიზაციის დასრულება იყო. როცა ამ დროს ჩვენი ოპონენტების ყველა ნაბიჯი პოლარიზაციის გაღრმავებას ემსახურება, ბუნებრივია, შეთანხმებაში დარჩენას არავითარი ლოგიკური აზრი არ აქვს“ – განმარტავს კობახიძე.

მსგავსი თემები