რა მოხდა სასტუმრო „სტამბაში“ – გარდაცვლილია აზერბაიჯანელი მამაკაცი

თბილისში აზერბაიჯანის მოქალაქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჟურნალისტი ავგან მუხთარლი სოციალურ ქსელში რამდენიმე ვერსიაზე წერს. მის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 34 წლის ხუსეინ ბაკიხანოვი საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს, თუმცა მუხთარლმა მოგვიანებით ასევე დაწერა, რომ ბაიკხანოვი შენობის სახურავიდან გადმოაგდეს.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის დღეს ბაკიხანოვი სასტუმრო „სტამბაში“ გასაუბრებაზე იყო მისული, სადაც მუშაობის დაწყება სურდა. იმავე დღეს ის სასტუმროს სახურავზე ავიდა და სავარაუდოდ, შენობიდან გადმოხტა. ფაქტს რამდენიმე თვითმხილველი ჰყავს, მათ შორის სასტუმროს თანამშრომლები.

შემთხვევა სასტუმრო „სტამბაში“ 14 ივლისს მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბაკიხანოვს გარდაცვალებამდე დაპირისპირება ჰქონდა ასევე აზერბაიჯანელ მამაკაცთან, რომელთან ერთადაც თბილისში ტურისტულ ზონაში მუშაობდა.

შსს-ს თქმით, 14 ივლისს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

მსგავსი თემები