„ხუთი ქალბატონი მოიყვანა, ოთხი  მერე ჩვენ ჩაგვეხუტა“ – სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტში

„პენსიონერთა საპროცენტო განაკვეთის შემცირების საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებულია“ – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ირაკლი ზარქუა და ოპონენტ გიორგი ვაშაძეს პენსიონერების თემით მანიპილირებაში ადანაშაულებს.

ირაკლი ზარქუა პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატის, გიორგი ვაშაძის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პენსიონერთა საპროცენტო განაკვეთის შემცირების საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებულია და უახლოეს დღეებში „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლებისგან შემოთავაზებებს ელოდებიან.

„გუშინ, პენსიონერების თემაზე, 5 ქალბატონი მოიყვანა. ოთხი  მერე ჩვენ ჩაგვეხუტა, მადლობა სიმართლისთვისო, პოპულისტებთან რატომ მოვედითო. ახლა გაბოროტებული ეცა კახი კალაძეს და სიცრუის ტირაჟირება დაიწყო. გახსოვთ  2012 წელს  პირადობები, რომ გააყალბა და ბიძამისი რომ დარბოდა, არ დაიჭიროთო, აი ეს ტიპია, –  განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ზარქუამ  გიორგი ვაშაძის განცხადების პასუხად.

მსგავსი თემები