“რობიკო სტურუას “ბოლო თამაში” მოსკოვში უნდა იყოს” – გიგი უგულავა

  •  

„ისე, კაცმა რომ თქვას რობიკო სტურუას “ბოლო თამაში” მოსკოვში უნდა იყოს, აბა სხვაგან სად?!”, – ასე ეხმაურება ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის დასის, რობერტ სტურუას ხელმძღვანელობით, მოსკოვში, ჩეხოვის სახელობის თეატრალურ ფესტივალზე დაგეგმილ ვიზიტს.

ცნობისთვის, რუსეთის პირველი არხის ინფორმაციით, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის დასი, რობერტ სტურუას ხელმძღვანელობით, მოსკოვში, ჩეხოვის სახელობის თეატრალურ ფესტივალზე გაემგზავრება. ფესტივალში მონაწილეობას დსთ-სა და ბალტიისპირეთის ქვეყნები იღებენ.

დაგეგმილ ვიზიტს საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. მათი ნაწილი კულტურის სამინისტროსგან ჩარევას და ვიზიტის გაუქმებას ითხოვს.

კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, საერთაშორისო ფესტივალებში მიღების შესახებ გადაწყვეტილებას თეატრი და სამხატვრო ხელმძღვანელი დამოუკიდებლად იღებს და კულტურის სამინისტრო ვერ ჩაერევა.

მსგავსი თემები