გიორგი გახარია პარტიის პრეზენტაციას ხვალ გამართავს

ხვალ, ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ დაფუძნდება.ღონისძიება 17:00 საათზე, „ექსპო ჯორჯიას“ შენობაში გაიმართება. თუ ვინ შეუერთდება გიორგი გახარიას პოლიტიკურ გაერთიანებას, ეს დაზუსტებით ხვალ გახდება ცნობილი.

თუმცა, დღესვე გიორგი გახარიას გუნდში გაწევრიანება დაადასტურა ყოფილი პრეზიდენტის მრჩეველმა, გიორგი აბაშიშვილმა და საქართველოს ყოფილმა ელჩმა ნატო-ში, ლევან დოლიძემ.

ცნობისთვის, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. როგორც მან განმარტა, გაუმართლებლად მიაჩნდა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობდა პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე. გიორგი გახარიას თქმით, გადადგომის მიზეზი ასევე იყო ის, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია.

მსგავსი თემები