პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი გიორგი აბაშიშვილი გახარიას გუნდს უერთდება

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი გიორგი აბაშიშვილი გიორგი გახარიას გუნდს უერთდება – ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. 

“ორი თვის წინ აღვნიშნე და ვისურვე, რომ პოლიტიკაში დარჩენილიყო, დარჩა და აქტიურდება. მე მისი პოლიტიკაში ყოფნა მომწონს, ჩვენი ხედვები ძალიან ემთხვევა ერთმანეთს! ვაფასებ მის თანამოაზრეებს და შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება მხარი დავუჭირო და შევუერთდე გახარიას გუნდს,”- წერს გიორგი აბაშიშვილი. 

აღსანიშნავია, რომ ხვალ 29 მაისს, 17:00 საათზე, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “საქართველოსთვის” დამფუძნებელი კონფერენცია გაიმართება, სადაც გიორგი გახარია პოლიტიკურ გუნდს წარადგენს. 

მსგავსი თემები