„კინაღამ ჰალსტუხი მოვახიე“ – ვაშაძე თალაკვაძეზე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, ე.წ. შერიგების დოკუმენტზე ხემლოწერამდე განვითარებულ რთულ, კულუარულ დეტალებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ვითარება ლამის ფიზიკურ დაპირისპირებამდე მივიდა.

როგორც ვაშაძე აცხადებს, ერთ-ერთი საკითხი, რის გამოც მოლაპარაკების პროცესი საკმაოდ დაიძაბა, ამნისტიის შესახებ პროექტს უკავშირდებოდა.   

„კინაღამ ჰალსტუხი მოვახიე არჩილ თალაკვაძეს. კინაღამ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადავედით… ჰკითხეთ სხვა ოპოზიციონერებს, ყველაფერს ხომ არ მოვყვები. ექვსი თვეა, ნერვების წყვეტის ფასად არის მოპოვებული, ის რაც არის. ბოლო დღეები იყო ყველაზე მძიმე. კინაღამ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადავედი. დაპირისპირება იყო ამნისტიის პროექტთან დაკავშირებით, თუ ვისზე უნდა გავრცელებულიყო და რა უნდა ყოფილიყო“ , – განაცხადა გიორგი ვაშაძე.

მსგავსი თემები