ენგურს გარდაცვლილების ხსოვნის პატივსაცემად სიმბოლურად ყვავილები გაატანეს

შამგონაში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, მდინარე ენგურთან, სადაც ოკუპირებულ გალში მცხოვრები ადამიანები დაიღუპნენ, აქცია-პერფორმანსი გაიმართა.

“შეცვალეს” წევრებმა აქტივისტებთან ერთად მდინარეს სიმბოლურად გარდაცვლილების ხსოვნის პატივსაცემად ყვავილები გაატანეს. მათი თქმით, საქართველოს მოქალაქეები რუსული ოკუპაციის მსხვერპლები არიან, თუმცა, მეორე მხრივ, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, 5 დღიანი კარანტინი, რომელიც გალელებისთვისაა დაწესებული, მოხსნას.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ეს დისკრიმინაციული მიდგომაა, რომელიც გალში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს დანარჩენ საქართველოში მცხოვრებ პირებთან შედარებით არათანაბარ პირობებში აყენებს.

ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ 4 ადამიანს ახლობლები და ოჯახის წევრები 2 დღის განმავლობაში ეძებდნენ. გუშინ შამგონაში, ე.წ. საზღვრისპირა სოფელში საოკუპაციო ხაზთან მდინარე ენგურმა ერთ-ერთი მათგანის ცხედარი გამორიყა, ორი კი მაშველებმა მდინარიდან ამოიყვანეს, მეოთხე გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცი კი მაშველებმა სოფელ ორსანტიაში იპოვეს.

მსგავსი თემები