საქართველოში „ასტრაზენეკის“ ვაქცინის გამოყენება 55 წელს გადაცილებულ პირებში გაგრძელდება.
ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.
„ექსპერტების საბჭომ იმსჯელა და გაუწია რეკომენდაცია „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის გაგრძელებას 55 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში, იქნება ეს მაღალი რისკის, თუ ნებისმიერი სხვა ჯგუფი“, – აღნიშნა გაბუნიამ.