მოაწერენ თუ არა ხელს დოკუმენტს – მხარეები რამდენიმე საათია, თათბირობენ  

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, რამდენიმე საათია, ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი  კრისტიან დანიელსონი, “ქართული ოცნებისა” და ოპოზიციური პარტიების ლიდერები არიან შეკრებილები. გაერთიანებულ ფორმატში შხვედრა რამდენიმე საათია გრძელდება.

სწორედ დღეს უნდა გადაწყდეს, მოაწერენ თუ არა მხარეები ხელს მედიატორის მიერ წარდგენილ დოკუმენტს.

ცნობილია ისიც, რომ მედიატორის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში მთავარი საკითხი საარჩევნო რეფორმა იქნება.  რაც შეეხება მმართველ გუნდს, ვადამდელ არჩევნებზე, მათი მხრიდან კატეგორიული უარია.  

მსგავსი თემები