„სიფრთხილე გამოიჩინეთ, ხვალიდან მზის დაბნელება იწყება“ – ასტროლოგი

20 აპრილს მზის დაბნელების პერიოდი იწყება, რომელიც 2 კვირა გაგრძელდება. ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ყველა ურჩევს, ამ პერიოდში მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინოს.

„20 აპრილს მზის დაბნელება და ახალმთვარეობაა ერთად, ხოლო 5 მაისს მთვარის დაბნელება და სავსემთვარეობაა. ამიტომ მეტი სიფრთხილითა და სიმშვიდით უნდა გავიაროთ ეს დაბნელების დერეფანი.
ეს კარგი პერიოდია ადრე დაწყებული საქმის დასასრულებლად. არ ვარგა ახალი საქმის დაწყება, ხელშეკრულებების დადება. ეცადეთ, მშვიდად, პოზიტიურად, კეთილგანწყობით გადაატაროთ. გაერიდეთ აგრესიულ ადამიანებს, გაღიზიანებულ სიტუაციებს. საუკეთესოა ლოცვა, მედიტაცია. ყველას უსურვეთ ბედნიერება. 21 აპრილს დაიწყება მერკური რეტროგრადულობა (3 კვირა გაგრძელდება) ამიტომ გაჭირდება ადამიანებს შორის გაგება, ნუ შეიძენთ ტექნიკას, მაგრამ კარგია შესაკეთებლად“ – აცხადებს ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი.

 

მსგავსი თემები