„ექიმს ეს არ უნდა სჭირდებოდეს“ – თენგიზ ცერცვაძე ვაქცინაციის პროცესზე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ის მდგომარეობა, რაც ქვეყანაში ვაქცინაციასთან დაკავშირებით შეიქმნა, სავალალოა და ამ შედეგს არ ელოდნენ. მისი თქმით, ექიმს არ უნდა სჭირდებოდეს დარწმუნება და კამპანია, რომ ვაქცინაცია საჭიროა.    

„ჩვენ გვჩვევია გულარხეინობა.  ჩვენ ხომ შეგნებული ერი ვართ და გვგონია, რომ რასაც მოსახლეობას მოვუწოდებთ ვაქცინაციის აუცილებლობასთან დაკავშირებით, ეს იქნება საკმარისი. მით უმეტეს, საუბარია ექიმებზე. როცა ისმის კრიტიკა, რატომ არ ჩატარდა საკმარისი საინფორმაციო კამპანია ვაქცინის უსაფრთხოებასა და საჭიროებაზე, ექიმებს ეს უნდა სჭირდებოდეს? არ უნდა სჭირდებოდეს. მესმის, რომ ეს არ გააკეთოს მასამ და იქ იყოს პრობლემა, მაგრამ, ექიმს ეს არ უნდა სჭირდებოდეს“ – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.   

მსგავსი თემები