ჭყონდიდის ეპარქიაში ისევ დაპირისპირებაა

ჭყონდიდის ეპარქიაში ისევ დაპირისპირება მოხდა. „არაკაცი“ – ეს სიტყვები ეძახეს სასულიერო პირებმა ერთმანეთს.  ამჯერადაც ერთმანეთს სასულიერო პირები დაუპირისპირდნენ. მეუფე სტეფანემ ტერიტორია დატოვა და ის ადგილიდან სამართალდამცველებმა გაიყვანეს.

დაპირისპირება სოფელ ბალდალის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში მოხდს. როგორც დიაკვნები აცხადებენ, დაპირისპირების მიზეზი მეუფე სტეფანეს განცხადება გახდა, რომლის მიხედვითაც მეუფე პეტრე საეკლესიო კანონებს არღვევდა და ის საკუთარ შვილს გერმანიაში მალავს.

„მან უნდა დაამტკიცოს ის, რაც თქვა. ეს მოვთხოვე მე მას. მან კი მითხრა მაშ მტყუანსო?“ – აცხადებს დიაკვანი, რომელსაც მეუფე სტეფანემ მღვდელმსახურება შეუჩერა.

მეუფე სტეფანე ეპარქიაში განკვეთილ დიაკვნებთან სალაპარაკოდ ჩავიდა, თუმცა, საუბრის ნაცვლად კონფლიქტი მოხდა. მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და იძულებული გახდა ტერიტორია დაეტოვებინა.

შეგახსენებთ, რომ მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის ახალმა მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილმა) დიაკვნებს კონსტანტინე გაბისონიას და პეტრე ღუდუშაურს მღვდელმსახურება შეუჩერა. როგორც მიტროპოლიტმა განმარტა, ისინი მას არ ემორჩილებოდნენ.

მსგავსი თემები