“პოსტკოვიდური სინდრომი, როცა ადამიანების 30% ინვალიდდება” – გიორგი ფხაკაძე ახალი კვლევის შედეგებზე

  •  

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, დამოუკიდებელმა ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს და იტალიაში ჩატარებული ახალი კვლევის შედეგებზე საუბრობს, რომელიც კოვიდ გადატანილ ადამიანებს ეხება.

მისი თქმით, კოვიდგადატანილთა 30%-ში პოსტკოვიდური სინდრომი იჩენს თავს.

„არანაირი განსხვავება არ არის, ბავშვი იქნება თუ დიდი, ყველა ასაკის ადამიანს ერთნაირად ერჩის ვირუსი, პოსტკოვიდური სინდრომი, – 20-25% (გააჩნია ქვეყანას, გააჩნია დაავადებას), მე ვამბობ, ალბათ, 30%-მდე ადამიანებს სჭირთ სხვადსხვა ტიპის პოსტკოვიდური სინდრომი, – ადამიანი ინვალიდდება (ინვალიდობა არის, როცა შეიზღუდება ადამიანის მენტალური, ფიზიკური ჯანმრთელობა, ღამე ვერ იძინებ, გაქვს დეპრესია, გონება გაქვს გაფანტული, კონცეტრაცია გაქვს დაკარგული, სუნთქვა გიჭირს და ა.შ.

ბოლო კვლევებით, რომელიც იტალიაში ჩატარდა, ვინც გადაიტანა კოვიდი სიმპტომურად, ამ პაციენტების 30%-ს დაუტოვა სტრესი (მენტალურად პრობლემა დაუტოვა). აღარაფერს ვამბობ ფილტვებზე, გულზე და სხვა…ზოგი კვლევით, ყველა პაციენტის 10% არის…საქართველოში დაახლოებით 700 ათასმა ადამიანმა გადაიტანა კოვიდი, ამ ადამიანების 30%-ს, შეიძლება, ჰქონდეს სხვადასხვა ტიპის პრობლემა (ბევრი ალკოჰოლი, ბევრი სიგარეტი მოქმედებს). საქართველოში უფრო მაღალია (ბავშვებიც) სხვადასხვა ტიპის ქრონიკული დაავადებები.ადამიანების სიცოცხლე არის მთავარი”, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.

ცნობისთვის, 8 მარტის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 147 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა 193  და გარდაიცვალა 15.

მსგავსი თემები