„საერთოდ არ ვარ ამათთან დაჯდომის და დიალოგის მომხრე, ესენი კრიმინალები არიან“ – ოპოზიცია ხელისუფლებასთან დიალოგზე

  •  

„ჩემთვის პირადად რა თქმა უნდა აპრიორი რიგგარეშე არჩევნებია უპირატესი,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავართან“ პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ პოლიტ საბჭოს წევრმა, ზურაბ ნადირაძემ განაცხადა.

ნადირაძე აღნიშნავს, რომ ხელისუფლებას კრიმინალებად თვლის და მათთან დიალოგის რესურსსაც ვერ ხედავს, თუმცა აქვე დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციების გათვალისწინებაზე საუბრობს:

„ჩემთვის პირადად რა თქმა უნდა აპრიორი რიგგარეშე არჩევნებია უპირატესი, ეს ჩემი პირადი პოზიციაა, მაგრამ გასათვალისწინებელია უცხოელების პოზიციაც და რა საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ჩატარდება თუნდაც ეს პლებისციტი, მოკლედ ასე გადაჭრით ვერ ვიტყვი, მთლიანი პროცესის ნაწილია ესეც და ბევრ გარემოებაზეა დამოკიდებული.

 ევროსაბჭოს მიერ დადებული 6 პუნქტიანი გეგმაც იძლევა პლებისციტის დასაშვებობას, გააჩნია სხვა პუნქტები როგორ შესრულდება, თუმცა ამ ხელისუფლების არანაირი იმედი არ მაქვს.

ეს რაც შეეხება დიალოგის რეჟიმს, ისე საერთოდ საერთოდ არ ვარ ამათთან დაჯდომის და დიალოგის მომხრე, რადგან ჩვეულებრივ კრიმინალებად ვთვლი და შესაბამისად ამ ხელისუფლების მოსაშორებლად დიდი საერთო სახალხო პროტესტის მომხრე ვარ, რა თქმა უნდა კონსტიტუციური უფლებების ფარგლებში.“ – განაცხადა ზურაბ ნადირაძემ „მედიაცენტრ მთავართან.“

მსგავსი თემები