პოსტკოვიდური სინდრომით ავადმყოფების კვლევა 9 მარტს დაიწყება

რადგანაც 8 მარტი დასვენების დღეა, პოსტკოვიდური სინდრომის მქონე პაციენტთა კვლევა 9 მარტიდან დაიწყება. როგორც ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, სია შედგენილია, ვინც კორონავირუსი ბოლო 2 თვის მანძილზე გადაიტანა.

„კვლევა ორშაბათს, 8 მარტს უნდა დაწყებულიყო, თუმცა, დასვენება დაემთხვა და ამიტომ დაიწყება 9 მარტს. სამშაბათს დაიწყება ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი კოვიდთან ბრძოლის, ეს არის  პოსტკოვიდური სინდრომით ავადმყოფების კვლევა.  შედგენილი გვაქვს სრული სია თბილისში მცხოვრები იმ მოქალაქეების, რომელთაც ბოლო 2 თვის განმავლობაში გადაიტანეს კოვიდი. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მოხდება ამ კოვიდგადატანილი პაციენტების სახელის და გვარის ამოღება. მათ დაუკავშირდებიან ჩვენი თანამშრომლები და ისინი ეტაპობრივად ჩაერთვებიან კვლევაში. კვლევის მიზანია დავადგინოთ თუ კოვიდგადატანილთა რა პროცენტს უვითარდება პოსტკოვიდური სიმპტომი. მეორე, როგორ ნაწილდება ეს პოსტკოვიდური სიმპტომი ქალებსა და მამაკაცებში“ – განუცხადა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს.

მსგავსი თემები