„4 წელზე მეტი არცერთი ძალა აღარ უნდა გააჩერო საქართველოში… არჩევნები 2022 წელს“ – მეუფე

“4 წელზე მეტი არცერთი ძალა აღარ უნდა გააჩერო საქართველოში. არჩევნები სადღაც 2022-ში უნდა ჩატარდეს“ – აცხადებს მეუფე იაკობი მედიასთან და ორივე მხარეს მოუწოდებს ნუ “იფხორებიან”.

„არავინ უნდა “გაიფხოროს”. მოვიდნენ, დაილაპარაკონ და დიდი შერიგება მოხდეს, თორემ არაფერი გამოვა. ჩემთვისაც მძიმეა, ადამიანს რომ იჭერენ, თან არ ვარ ცუდი შეხედულების არავისზე, შეიძლება საქმით ჩვენც ვაკეთებდეთ ბევრ ცუდს და მერე შევინანოთ. ცალკე მსოფლიო მოსთხოვს, დაელოდება გადაიხდის თუ არა და თუ არ გადაიხდის, უკვე რა გამოდის – მანამდე პარლამენტში არ შეხვედი, ძალიან ცუდად უყურებდნენ ამას“, – განაცხადა მეუფე იაკობმა მედიასთან.

მისივე შეფასებით, ქვეყანაში სამარცხვინო რამეები ხდება და 4 წელზე მეტი ვადით არც ერთი ხელისუფალი არ უნდა მართავდეს ქვეყანას.

„კიდევ კარგი, ეკლესიას ძალა გვაქვს და არ ვაჩხუბებთ ახლა, რაც არ უნდა მოინდომონ შეგვიძლია შუაში ჩავდგეთ. ვუყურებ და სამარცხვინო რამეები ხდება, გავიაროთ რუსთაველზე, თბილისელები არიან თუ კონკრეტული რაიონებიდან ჩამოყვანილები, ხო ვიცით, როგორ ჩამოჰყავთ ხალხი, ახლა რომ ვთქვათ ფულს უხდიან ამდენს და ამდენსო, დაიწყებენ არ ვაკეთებთო. როცა ასე მძიმე სიტუაციაში ვართ და ჩვენი მეგობრები გვეუბნებიან რომ რაღაც მოილაპარაკეთ, გამოსავალს რაში ვხედავ გეტყვით – თუ კანონმდებლობა არ შეიცვალა და საარჩევნო არა, საარჩევნო არის ძალიან მცირე რაღაც. მთავარია, სამართალდამცავი სტრუქტურა და სასამართლო, უნდა მოხდეს ეტაპობრივად და წყნარად. 4 წელზე მეტი არცერთი ძალა აღარ უნდა გააჩერო საქართველოში. არჩევნები  სადღაც 2022-ში უნდა ჩატარდეს“ – ფიქრობს მეუფე.

მსგავსი თემები