“სააკაშვილი შეეცდება პროტესტის ტალღა ააგოროს და კონკურენტს იშორებს პარტიიდან” – მამუკა მდინარაძე მელიას განაჩენზე

დღის ბოლოს ნიკა მელიასთვის აღკვეთი ღონისძიების დამძიმების თაობაზე კიდევ ერთხელ კომენტარი გააკეთეს მმართველ გუნდში. პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა საკუთარი ბედი თავად განსაზღვრა :

“ერთადერთი ადამიანი მსოფლიოში, ვისაც ამ გადაწყვეტილების ბედი შეეძლო განესაზღვრა, იყო თავად ნიკა მელია, მან ეს გააკეთა ისე, რომ ძალით გაიკაფა გზა პატიმრობისკენ. ეს მისი არჩევანი იყო, ეს იყო მიხელ სააკაშვილის არჩევანი, რომელმაც 2 კურდღელი დაიჭირა ამით – ახლა შეეცდება, რომ პროტესტის ტალღა ააგოროს და მეორე – კონკურენტს იშორებს პარტიიდან, რომელიც არ არის რეალურად ლიდერი, მაგრამ ერთ-ერთი გავლენიანი პირია, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად თავმჯდომარეა.

მსოფლიოში ვერცერთი ხელისუფლება, ვერცერთი სამართალდამცავი, ვერცერთი სასამართლო ვერცერთი პარლამენტი იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებით სხვანაირად ვერ მოიქცეოდა, იქიდან გამომდინარე, რომ სხვა შემთხვევაში სახელმწიფოებრიობის განცდა საერთოდ ვერ იარსებებდა,” – განაცხადა მდინარაძემ. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მსგავსი თემები