საქართველოდან გერმანიაში შესვლა მხოლოდ მინიმუმ ორი დოზით აცრილი პირებისთვის არის შესაძლებელი

საქართველოში გერმანიის საელჩო, საქართველოდან გერმანიაში შესვლის  შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საელჩოს განცხადებით, საქართველოდან გერმანიაში შესვლა ამ ეტაპზე კვლავ მხოლოდ მინიმუმ ორი დოზით აცრილი პირებისთვის არის შესაძლებელი.

„გერმანიის შესაბამისმა უწყებებმა გვაცნობეს, რომ საქართველოდან გერმანიაში შესვლა ამ ეტაპზე კვლავ მხოლოდ მინიმუმ ორი დოზით აცრილი პირებისთვის არის შესაძლებელი. ვაქცინა აღიარებული უნდა იყოს ევროკავშირის მიერ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი თემები