გერმანია განვითარებად ქვეყნებს ვაქცინისთვის დაფინანსებას სთავაზობს

გერმანიის ფედერალური მთავრობა  განვითარებადი ქვეყნებისთვის, „კოვიდ ვაქცინების“ შესაძენად 620 მილიონ ევროს გამოყოფას გეგმავს.

თანხა იმ ვაქცინების შესაძენად დაიხარჯება, რომელიც ჰუმანიტარული მიზნებისთვის განვითარებად ქვეყნებს გადაეცემა. ასევე, ქვეყნის ბიუჯეტი „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გარდა,  კორონავირუსის დიაგნოსტიკისა და ჯანდაცვის სფეროს განმტკიცებასთან დაკავშირებული კვლევებსაც დააფინანსებს.

მსგავსი თემები