თემურ წიკლაურს 4 თებერვალს დაკრძალავენ

საესტრადო მომღერალს, ანსამბლ „ივერიას“ წევრ თემურ წიკლაურს ხუთშაბათს, კოჯორში დაკრძალავენ.

პანაშვიდი დღეს და ხვალ ლურჯ მონასტერში გაიმართება. გასვენება კი ხუთშაბათს, 14:00 საათზე იქნება.

„თემური დაასვენეს ლურჯ მონასტერში, სადაც სტიქაროსანი იყო რამდენიმე წელი. დღეს და ხვალ იქნება პანაშვიდი. კოჯორში იქნება გასვენება, სადაც მისი გიორგია დასაფლავებული“, -აცხადებს ნუგზარ კვაშალი.

ცნობისთვის, თემურ წიკლაური კორონავირუსის დიაგნოზით გორის სამხედრო ჰოსპიტალში დეკემბერში მოათავსეს. მდგომარეობის გართულების შემდგომ ის თითქმის ხუთი კვირის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. თემურ წიკლაური 75 წლის იყო.

მსგავსი თემები