ინფიცირებულთა ოდენობამ მსოფლიოში 2 მლნ-ს გადააჭარბა, აშშ-ში 24 საათში 2407 ინფიცირებული დაიღუპა

ინფორმაცია მსოფლიოში ინფიცირებულთა შესახებ, განთავსებულია პორტალზე worldometers.

პორტალის მონაცემების თანახმად, ამ დროისთვის (13 აპრილის 09:40 თბილისის დროით) მთელ მსოფლიოში 2 მლნ 89 კორონავირუსით ინფიცირებულია. მათგან განკურნებულია 484 600 კაცი – 24,23%. გარდაცვლილთა რაოდენობა არის 126 755 კაცი – 6,34%. ინტენსიური თერაპიიის განყოფილებაში მყოფ პაციენტთა რაოდენობა არის 51603 განვლი 24 საათში, აშშ-ში დღის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რეკორდულად მაღალი რაოდენობა დაფიქსირდა – 2407 კაცი. სულ აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ამ დროისთვის არის 24064. სიკვდილიანობის მაჩვენებელი აშშ 4,24%-ის ტოლია. აშ-ში ყოველ მილიონი მაცხოვრებლიდან კორონავირუსით გარდაცვლილია 1856 კაცი. ამ მაჩვენებლით აშშ-ზე უარესი მდგომარეობა ხუთ სახელმწიფოს აქვს – ესპანეთს (3723), შვეიცარიას (2997), იტალიას (2687), ბელგიას (2685) და ირლანდიას (2325)

მსგავსი თემები