ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩოვამ სასამართლო დატოვეს

საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულმა ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩოვამ სასამართლოს სხდომათა დარბაზი დატოვეს. ივერი მელაშვილი ამ წუთებში, სასამართლოს ეზოში ჟურნალისტებთან შეფასებებს აკეთებს.

როგორც მელაშვილმა განაცხადა, დანაშაული არ არსებობს, მას არავითარი ქვეყნის საწინააღმდეგო დანაშაული არ ჩაუდენია და დარწმუნებული იყო, რომ ეს დღეც დადგებოდა.  

“დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის ყველას. ჩატარდა პროცესი და როგორც იქნა, მოხდა ის, რომ გაგვათავისუფლეს. დანარჩენი პროცესი წარიმართება და იმედი მაქვს, გავიმარჯვებ. შეგნებული საზოგადოების დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ…. დაკავებას კიდეც ველოდი და კიდეც – არა, რადგან დაკავების საფუძველი არ არსებობდა, მაგრამ დამაპატიმრეს…

რაკი მოსამართლემ მიიღო ეს გადაწყვეტილება, ყველაფერი დროებითია, საქმე რომ დასრულდება, ყველაფერი გაირკვევა. ის არის დიდი შეცდომების მქონე რუკა, რომელზე დაყრდნობაც არ შეიძლება“ – განაცხადა მან ჟურნალისტებთან.  

მსგავსი თემები