“ბრალდება აბსურდული და უსაზიზღრესია” – პატიმრობიდან გათავისუფლებული ივერი მელაშვილი

“უსაზიზღრესი ბრალდებაა, შესაბამისად, ნამდვილად პოლიტიკური ნიშნით არის ეს ყველაფერი. რაც კაბინეტში ჩაწერეს, ეს იყო ჩვეულებრივი სამუშაო შეხვედრა და სამუშაო განხილვა“ –  ასე შეაფასა ჟურნალისტებთან პატიმრობიდან გათავისუფლებულმა საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულმა ივერი მელაშვილმა მისი პატიმრობა.

როგორც მელაშვილმა განაცხადა, საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდმა ნაწილმა არ იცის, არ აქვს თვალით ნანახი ის ტერიტორია, მათ შორის, არც კომისიის თავმჯდომარეს.

“უსაზიზღრესი ბრალდებაა, შესაბამისად, ნამდვილად პოლიტიკური ნიშნით არის ეს ყველაფერი. რაც კაბინეტში ჩაწერეს, ეს იყო ჩვეულებრივი სამუშაო შეხვედრა და სამუშაო განხილვა. ასევე ის, რაც მერე გაახმაურეს კადრები, ვითომ რაღაც ისმის და ვის შესახებაც ვსაუბრობ. ყველამ კარგად უნდა იცოდეს, საკითხი ეხება სამუშაო შეხვედრას ანუ კომისიის თავმჯდომარეს მისი ერთ-ერთი თანამშრომელი ხვდება. ამ თემაზე მსჯელობა არ შეიძლება იყოს გასაჯაროებული. “ნასტრაენიეს” რომ ვამბობ ანუ განწყობა იყო ერთი მხარე, რომ თანხმდება მეორესთან რაღაცაზე – ამაზე ვამბობ “ნასტრაენიას”.

საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდმა ნაწილმა არ იცის, არ აქვს თვალით ნანახი ის ტერიტორია, მათ შორის, მანჯგალაძესაც“ – განაცხადა ივერი მელაშვილმა მედიასთან.

როგორც ე.წ. კარტოგრაფების საქმისთვის ბრალდებული აცხადებს, აბსურდია, რომ ვიღაც ცდილობდა საქართველოს სახელმწიფო ფართების ვიღაცისთვის გადაცემას.

„ეს არის აბსოლუტურად პოლიტიკურად მოტივირებული საქმე.  საფუძველი არ აქვს ან ნატალიას ან ჩემი ან ვინმე ექსპერტის ბრალეულობა რომ არსებობდეს ფართობის გადაცემის, ან წინა ხელისუფლების მხრიდან ან იმის წინანდელი ხელისუფლების მხრიდან. ეს არის აბსურდული, რომ ვიღაც ცდილობდა ფართების გადაცემას… საქართველოს საზღვარი არ შეცვლილა ერთი გოჯითაც“, – განაცხადა მელაშვილმა.

ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვა სასამართლომ 20 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

მსგავსი თემები