„კოვიდ გადატანილი პაციენტების შემობრუნება მასიური არ არის“ – ლიკა მუმლაძე „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

  •  

„მძღოლები და უცხო ქვეყნის მოქალაქეები კლინიკაში თითქმის არ არიან, აღარაა არც საწოლების პრობლემა,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ „მცხეთის სამედიცინო ცენტრის” კლინიკურმა დირექტორმა, ლიკა მუმლაძემ განაცხადა.

ლიკა მუმლაძის ინფორმაციით კოვიდ გადატანილი პაციენტების ხელმეორე მიმართვიანობა ნაკლებია, როგორც მედიკოსი განმარტავს, მათი მიმართვიანობის მიზეზი ხშირად ნერვული ფონია:

„მეორად მოყვანილი პაციენტების რაოდენობა საკმაოდ ცოტაა, თუმცა კოვიდს ახასიათებს გარკვეული გართულებების ნიშნები, ეს უფრო ქრონიკული დაავადებების მქონდე პაციენტებთან შეინიშნება, შეინიშნება ასევე ცხელების ხელმეორედ დაწყება.

სტატისტიკა ჯერ არ არის შესწავლილი რა სიხშირით ვლინდება გამწვავება პაციენტებში, ერთ თვეში ნებისმიერი დაავადება შეიძლება გამწვავდეს.

იყო ასევე ცრუ განგაში, თითქოს სუნთქვის უკმარისობა ჰქონდათ, მოვიდნენ, დაწყნარდნენ და წავიდნენ ორ საათში, ბევრს უბრალოდ აქვს ემოციური ფონი,“ – განაცხადა ლიკა მუმლაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები