“მიღებულია კოვიდვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის პირველი პროექტი, რომელიც დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობას წარედგინება” – ამირან გამყრელიძე

  •  

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კოვიდვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის შესამუშავებლად ჯერ კიდევ გასულ წელს შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. მისივე თქმით, დღეს კორონავირუსის ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისიის შეხვედრისას პროექტის დასრულებული ვერსია განიხილეს, რა დროსაც კონსესუსის წესით გეგმის მიღება მოხდა

ამასთან, როგორც გამყრელიძე ამბობს, გარკვეული ფორმალური პროცედურების შემდეგ პროექტი ჯერ საკოორდინაციო საბჭოს, შემდეგ კი საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარედგინება.

„მოგეხსენებათ, საქართველო კოვიდის ვაქცინაციასთან დაკავშირებით მუსაობა დაიწყო გასული წლის აგვისტოში, როდესაც პირველი კომუნიკაციები, როდესაც პირველი კონსულტაციები გაიმართა ახლადშექმნილ „კოვაქს“ პლატფორმასთან. ოფიციალურად საქართველომ განაცხადა თანხმობა, რომ გაერთიანდებოდა „კოვაქს“ პლატფორმასთან და გააფორმა ხელშეკრულება მასთან სექტემბერში და გადაიხადა უპირატესი მექანიზმით წინასწარი შესატანი. უპირატესი მექანიზმი ნიშნავს, რომ საქართველოს ხუთი-ექვსი ვაქცინიდან, რომელიც განთავსდება „კოვაქს“ პლატფორმაზე, უფლება აქვს, შეარჩიოს შესამაბისი ვაქცინა, რომელიც მისაღები იქნება უფრო მეტად ქვეყნისთვის.

ამასთან გასულ წელს შეიქმნა სამუშაო კომისია სხვადასხვა სამინისტროების მონაწილეობით კოვიდვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის შესამუშავებლად. შექმნილი იყო სამუშაო ჯგუფები, რომლებმაც თვე-ნახევრის განმავლობაში ინტენსიურად იმუშავეს და დღეს უკვე არსებობს პირველი დასრულებული პროექტი ამ ეროვნული გეგმის. დღვანდელ საბჭოზე მოხდა დასრულებული ვერსიის წარდგენა. იყო განხილვა, წინადადებები, შენიშვნები და რა თქმა უნდა, კონსესუსის წესით მოხდა გეგმის მიღება, რომელიც გარკვეული ფორმალური პროცედურების შემდეგ წარედგინება ჯერ საკოორდინაციო საბჭოს და შემდეგ საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები