ავტოსაგზაო შემთხვევა ასპინძაში – ქალი ადგილზე გარდაიცვალა

  •  

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ასპინძაში. სოფელ ტოლოშის მიმდებარე ტერიტორიაზე მსუბუქი ავტომობილი, რომელსაც ახალგაზრდა მამაკაცი მართავდა, შუა ხნის ქალს დაეჯახა. დაშავებული ადგილზე გარდაიცვალა.

“ქალი ძროხას ეძებდა, ვერ დაინახა მანქანა და როგორც ჩანს, ვერც მძღოლმა შეამჩნია დროულად. დაამუხრუჭა, მაგრამ ვერ გააჩერა. შეშინებული ბიჭი ასპინძაში ჩავიდა და პოლიციას ჩაბარდა, ქალი შემომაკვდაო”, – ამბობენ ტოლოშში.

მსგავსი თემები