მაშველებმა ხანძრის ქრობისას ლეკვი გადაარჩინეს

მუხიანში, სავაჭრო ცენტრ “ჩემპიონში” ხანძრის ქრობის სამუშაოებისას მეხანძრე-მაშველებმა შენობაში ლეკვი იპოვეს და გადაარჩინეს.

შემთხვევის ამსახველი ფოტოები საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა. 

შეგახსენებთ, რომ  გლდანში, მუხიანის დასახლებაში, სავაჭრო ცენტ “ჩემპიონში” გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძრისას არავინ დაშავებულა. 

მსგავსი თემები