„აღშფოთებული ვარ“ – თემურ წიკლაურის შვილის პირველი კომენტარი

მომღერალ თემურ წიკლაურის გარდაცვალებაზე ცრუ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ მისი შვილი, ქეთი წიკლაური პირველ კომენტარს აკეთებს.

„ეს დეზინფორმაციაა, რომელიც არ ვიცი, რა უფლებით გაავრცელეს. მე შეკითხვა მაქვს ჟურნალისტებთან, ადამიანობა თუ არ არსებობს, რაღაც ეთიკა და ცენზურა ხომ უნდა არსებობდეს? აღშფოთებული ვარ, მამა ცოცხალია. თუ რამე დააინტერესებთ ჟურნალისტებს, მე დამიკავშირდნენ“, – ამბობს ქეთი წიკლაური.

მსგავსი თემები