„სახლიდან ილოცეთ, გასვლა ან სტუმრის მიღება ვირუსის გავრცელებაზე აისახება“ – ბიძინა კულუმბეგოვი

ეპიდემიოლოგები და მედიკოსები 6-7 იანვარის რისკებზე საუბრობენ ი და ამბობენ, რომ შეზღუდვების მოხსნა საშიშია. მათივე თქმით, შობის დღესასწაულთან დაკავშირებით რისკი განსაკუთრებით მატულობს. აქედან გამომდინარე, ყველას ურჩევენ, სახლიდან ილოცონ.

„როცა 5 000 ტესტიდან 250 ახალი შემთხვევა გვექნება, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინფექციის გავრცელება შემცირებულია. ნებისმიერი მოქმედება, გადაადგილება, კონტაქტი, რომელიც მობილობას გაზრდის, ყველა გადაადგილება საფრთხილო და საშიშია. სახლიდან გასვლა ან სახლში სტუმრების მიღება ეპიდემიის გავრცელებაზე აუცილებლად აისახება. ამაში ორი აზრი არ არსებობს, ყველას ვურჩევდი, რომ უმჯობესია, სახლიდან ილოცონ. განსაკუთრებით მათ, ვინც ასაკოვანია ან ქრონიკული დაავადება აქვს, შობას სახლში უნდა შეხვდნენ“ – განუცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა „მედიაცენტრ მთავარს“.  

მსგავსი თემები