მეათე მოწვევის პარლამენტს ხელფასის დარიცხვის მიზნით სამმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა მიმართა – მათ შორის არის ბაჩუქი ქარდავაც

მეათე მოწვევის პარლამენტს ხელფასის დარიცხვის მიზნით სამმა ახალმა დეპუტატმა მიმართა.

არსებული ინფორმაციით, ხელფასის დარიცხვა სამმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა მოითხოვა, მათ შორის ერთ-ერთი „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ავთო ენუქიძეა, რომელმაც პარლამენტში შესვლაზე უკვე განცხადება გააკეთა.

კიდევ ერთი დეპუტატი, რომელმაც ხელფასის დარიცხვის მიზნით უწყებას მიმართა, ბაჩუკი ქარდავაა (ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია), ასევე, პარლამენტის საფინანსო დეპარტამენტს საბანკო რეკვიზიტები გაუგზავნა ტარიელ ნაკაიძემ (ევროპული საქართველო).

მსგავსი თემები