სამედიცინო პერსონალი და მოხუცთა თავშესაფრის ბინადრები პირველები აიცრებიან

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის  ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, იდენტიფიცირებულა ის ჯგუფები, რომლებიც „კოვიდ 19“-ს ვაქცინებს პირველ ეტაპზე მიიღებენ.

„დღეს და ხვალ უკვე მთავრდება ვაქცინის დანერგვის გეგმაზე მუშაობა, რომელსაც 8 მიმართულება აქვს. უკვე იდენტიფიცირებულია პირველი რისკ-ჯგუფები, რომლებიც პირველები აიცრებიან ქვეყანაში. პირველები იქნებიან ჩემი კოლეგები, სამედიცინო პერსონალი და ასევე მოხუცთა სახლებში მყოფი ადამიანები. ამას მოჰყვება 75 წელს ზემოთ მყოფი მოსახლეობა, 65 წელს ზემოთ, 55 წელს ზემოთ სხვადასხვა თანმხლები დაავადებების მქონე მოსახლეობა და ასე შემდეგ. საქართველოს აქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომ სხვადასხვა ტიპის ვაქცინა მიიღოს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები