„მთავრობა მუშაობს ვაქცინაციის გეგმასთან დაკავშირებით“ – ნინო ბერძული

„ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო, ბევრი საკითხი განვიხილეთ, რომელიც შეეხებოდა, როგორც კოვიდს, ასევე გრძელვადიან გეგმებს და იმ რეფორმებს, რომელიც აუცილებელია, რომ გატარდეს ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების თვალსაზრისით,“- ამის შესახებ ჯანმოს ევროპის რეგიონის ოფისის ჯანდაცვის პროგრამების ხელმძღვანელმა ნინო ბერძულმა, საქართველოს პრემიერ – მინისტრ გიორგი გახარიასა და WHO-ის ევროპის რეგიონულ დირექტორის ჰანს კლუგეს შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

მისივე თქმით, ყურადღება გამახვილდა ვაქცინაციასთან დაკავშირებულ საკითხზე.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკვე არის რამდენიმე ვაქცინა, რომელიც მალე ალბათ გადაუდებელი მოხმარებისთვის იქნება ავტორიზებული, თუმცა მნიშვნელოვანია სისტემის მომზადება იმისთვის, რომ ვაქცინაციის წარმატებულად წარმართვა მოხდეს. ვიცით, რომ ამისთვის, საქართველო, მთავრობა მუშაობს ვაქცინაციის გეგმასთან დაკავშირებით, სამუშაო ჯგუფები არის შექმნილი და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური ოფისი, რა თქმა უნდა, ჩართულია ამ გეგმის შემუშავების ნაწილში“,- განაცხადა ნინო ბერძულმა.

მსგავსი თემები