„თუ არ ვიცით, რომ გაამართლებს, რატომ შემოვიტანეთ? – მაია ბუწაშვილი „კოვიდ პრეპარატს“ შემოტანაზე

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი საქართველოში “კოვიდის” სამკურნალო საცდელ პრეპარატთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ ეს კვლევაა და მოსალეობა გაფრთხილებული უნდა იყოს.  

“გუშინ გაჟღერდა, რომ შემოტანილია „რემდესივირის“ საცდელი პარტია და შემოტანა გაგრძელდება, თუ “გაამართლებს”, ანუ გამოდის, რომ თუ ეფექტური აღმოჩნდება, კიდევ შემოვიტანთ. ეს განცხადება ძალიან გაუგებარია მიუღებელია შემდეგი არგუმენტების გამო:

1. ესე იგი ჩვენ ჯერ არ ვიცით, მედიკამენტი ეფექტურია თუ არა, რადგან ვსვამთ კითხვას, “გაამართლებს” თუ არა. მაშინ რატომ შემოვიტანეთ?

2. თუ არ ვიცით, რომ ეფექტურია და უნდა დავაკვირდეთ, გაამართლებს თუ არა, რას ვეუბნებით იმ პაციენტებს, ვისთვისაც განკუთვნილია ეს 4000 დოზა, რაღაც ასეთს? – “ჯერ არ ვიცით, გაამართლებს თუ არა, მაგრამ მოდით თქვენზე მოვსინჯავთ და მერე გადავწყვეტთ, სხვა პაციენტებშიც გამოვიყენოთ თუ არა;”

3. თუ უნდა დავაკვირდეთ, გაამართლებს თუ არა, ესე იგი, ეს კლინიკური გამოყენება კი არა, კვლევა გამოდის და პაციენტები უნდა გავაფრთხილოთ, რომ კვლევას ვატარებთ; 

4. თუ კვლევაა და არა კლინიკური გამოყენება, მაშინ უნდა დარეგისტრირდეს კვლევის სახით შეშაბამისი წესების დაცვით.

5. თუ უნდა დავაკვირდეთ, გაამართლებს თუ არა, მაშინ საკონტროლო ჯგუფიც უნდა გვყავდეს, აბა ისე როგორ უნდა შევაფასოთ, როგორ მუშაობს? პაციენტებს და ექიმებს უნდა ვკითხოთ, “მოუხდა” პაციენტს თუ არა?

6. წინასწარ გაწერილი გვაქვს კრიტერიუმები, რას ვუწოდებთ “გაამართლას”? თუ უბრალოდ ბოლოს ვიღაცა გამოგვიცხადებს, რომ კი, გაამართლა. რა შემთხვევაში ჩავთვლით, რომ პრეპარატმა დაიმსახურა შემდეგი პარტიის შემოტანა.? როგორ ვაკვირდებით და ვაფასებთ ამ ყველაფერს?” – აცხადებს ბიწაშვილი. 

მსგავსი თემები