“მელიას გარანტირებული წაგება აქვს ქალაქში, ჩვეულებრივი კრიმინალია” – ირაკლი ღარიბაშვილი

„ნუთუ დაგავიწყდათ, ვის ხელში ვიყავით მთელი ქვეყანა, როგორი დიქტატორული რეჟიმი სუფევდა ქვეყანაში, ამ ადამიანებისგან რომელ ჩრდილოვან კაბინეტზეა საუბარი, არასერიოზულობაა უბრალოდ. მელიას გარანტირებული წაგება აქვს ქალაქში, ჩვეულებრივი კრიმინალია“ – აცხადებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

როგორც ღარიბაშვილი ამბობს, ნოკანორ მელიას მერობა არ შეიძლება.

„ეს დაახლოებით მახსენებს იმ საზარელ და ტრაგიკულ დღეებს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, როდესაც უბედური და ტრაგიკული დღეები გვქონდა ქვეყანაში აგვისტოს ომის დროს, გამოვიდნენ რუსთაველზე, გამოიყვანეს საცოდავი ჩვენი ხალხი და „მიშა, მიშა“ აძახებინეს და კონცერტი გამართეს. ეს ხალხი არის „ნაცმოძრაობა“.როგორ შეიძლება მელია გახდეს მერი, ჩვეულებრივი კრიმინალია კაცი. ასევე, სამარცხვინოა, რომ ასეთი კრიმინალები დღეს ჯერ კიდევ რჩებიან პოლიტიკაში. ეს ჩვეულებრივი თეატრია. თავის თავს აჯერებენ, ისევე, როგორც სააკაშვილმა თავისი თავი დააჯერა, რომ აქ ჩამოვიდოდა, მთელი მოსახლეობა დახვდებოდა ტაშით და ჰქონდა ილუზიები, რომ არ აღმოჩნდებოდა იქ, სადაც აღმოჩნდა, ასეთივე ილუზიებში ცხოვრობენ მელია და სხვები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი თემები