ქვემო ფონიჭალაში 39 წლის მამაკაცს რამდენჯერმე ესროლეს. ის „ნიუ ჰოსპოტალში“ გადაიყვანეს თუმცა, მალევე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს
გარდაცვლილის ახლობლები დაპირისპირების მიზეზს ვერ ასახელებენ. როგორც ცნობილია, მამაკაცი მცირე ბიზნესით იყო დაკავებული. ის კლინიკაში უმძიმეს მდგომარეობაში შეიყვანეს. მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაში, ოპერაციის მიმდინარეობისას გარდაიცვალა.
გურამიშვილის #6-ში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ, რომლებმაც ტერიტორია უკვე დატოვეს.